დღეს გაირკვა, რომ “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე გვეგონა – ლა ლიგის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კლუბს 144 მილიონი ევროს ოდენობით უარყოფითი სახელფასო ლიმიტი აქვს, რაც ტრანსფერების განხორციელებასა და ფეხბურთელების დარეგისტრირებას კიდევ უფრო ართულებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” მდგომარეობის გამოსასწორებლად გამოსავალი მოძებნილი აქვს და ამჟამად ორი ფინანსური ოპერაციის დახურვაზე მუშაობს.
პირველი მათგანი CVC-სთან შეთანხმებაა. სატელევიზიო უფლებების 10%-იანი წილის 50 წლით გადაცემის სანაცვლოდ მიღებული 300 მილიონი ევრო კლუბს მიმდინარე სეზონის ბიუჯეტის შესრულების საშუალებას მისცემს. პროექტის LaLiga Impulso პირობებით, კლუბებს ტრანსფერებსა და მოთამაშეთა რეგისტრაციისთვის მიღებული თანხის მხოლოდ 15%-ის გამოყენება შეუძლიათ, თუმცა “ბლაუგრანა” ამ რიცხვის 30%-მდე გაზრდაზე მუშაობს.
მეორე ოპერაცია Barca Studios წილის გაყიდვაა. ამ გზით კლუბი მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს, რაც გუნდის გაძლიერებისთვის გადამწყვეტი იქნება. “ბარსელონას” ორი შემოთავაზება აქვს – ერთ-ერთი მსურველი 49%-იანი წილის სანაცვლოდ 350 მილიონს იხდის და კატალონიელები გამოსყიდვის უფლებას ინარჩუნებენ, მეორე კი 30%-იან წილს ყიდულობს და კლუბს გამოსყიდვის უფლება არ რჩება.
განიხილება “ბარსას” ლიცენზირებისა და მერჩენდაიზინგის (BLM) აქტივის წილის გაყიდვაც, რაზეც კლუბი მუშაობს, თუმცა ჯერ სერიოზული არაფერია. ამაზე ცოტა ხნის წინ ჟოან ლაპორტამაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ Barca Stuidos-თან ერთად, მნიშვნელოვანია BLM-ის გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებაც.

დახურეს და ეგაა სულ სამი თავისუფალი აგენტი საღოლ იდეალურად მუშაობენ ამ კრიზისში მეტს ვერც ვინატრებდით, კრისტენსენი კესი და მაზრაუი
Verc me gavigee laportam mashin tqva mesi 3 4 wels itamashebso da chven naxevar saukunit
satelevizio uflebebis gadacemaze vsaubrobto da exa ra sheicvala, tu mag dros igulisxmeboda 50 procentit gadacemas 50 wlit aq kide 50wlit 10 procenti? ver mivxvdi veraferi
რა ვერ გაიგეთ მესის დიდი ხანი წასვლა უნდოდა და ისე გააკეთეს არც მწვადი დაწვეს და არც შამფური..
ეგეთი მარტივი გგონია?
ჰოლანდი მოგვყავსო და ჯერ სახელფასო უწყისი ვერ მოაწესრიგეს.
Verc me gavigee laportam mashin tqva mesi 3 4 wels itamashebso da chven naxevar saukunit
satelevizio uflebebis gadacemaze vsaubrobto da exa ra sheicvala, tu mag dros igulisxmeboda 50 procentit gadacemas 50 wlit aq kide 50wlit 10 procenti? ver mivxvdi veraferi
საინტერესო იქნება თუ ბარსა ევროპალიგას მოიგებს და რეალი ლიგას;
და ევროპის სუპერთასი 5:0 დასრულდება და რეალი მიწასტან იქნება გასწორებული. ეს იქნება ზეკლასიკო;
მაგრამ მაინც არ მომწონს იდეა, რადგან ამისთვის რეალმა ლიგა უნდა მოიგოს, რაც არასდროს არ მესიამოვნება
მოკლედ ძაან დიდ ვალს იღებენ და ტრანსფერების თუ ვერ გაამართლეს დანძრეული აქვს კლუბს. აუცილებელად უნდა მიაღწიონ წარმატებას თანაც მოკლე დროში. სეზონი უტიტულოდ არ უნდა დავასრულოთ. შეიძლება სუპერ თასის მოგებაც საჭირო გახდეს.
რაღაც პირობები შეიცვალა