“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ოსასუნასთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თითქმის სრულყოფილი თამაში ჩავატარეთ. ჩვენ გავაუმჯობესეთ ინტენსივობა, მოძრაობა, ენთუზიაზმი… არასაფეხბურთო ასპექტები, რომლებიც წინა მატჩში გვაკლდა, გვაჩვენებს, რომ მარტივი არაფერია.
“გალათასარაისთან” ინტენსივობას მოვუკელით და, როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, დღევანდელ ფეხბურთში, თუ ამას გააკეთებ, მეტოქე აუცილებლად გაჯობებს. დღეს, ჩემი მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ.
დემბელე არის მოთამაშე, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. მან ეს კიდევ ერთხელ აჩვენა.
ფერანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის თავდაუზოგავად შრომობს. დაცვის უკანა სივრცეში შერბენა ის ასპექტია, რომელშიც ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მამაცია და კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. დროის ამბავი იყო, რომ ფერანი შანსების გამოყენებას დაიწყებდა.
ჩვენ ღრმა შემადგენლობა გვყავს, ეს უპირატესობაა. შემადგენლობის დაკომპლექტება მარტივი არაა.
საბედნიეროდ, ასეთი კარგი კოლექტივი გვყავს. შეხედეთ – ფრენკის, არაუხოსა და ადამას არც კი უთამაშიათ. ყველა საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.
გავი მაოცებს. ფანტასტიკურია, როგორ მუშაობს ის, როგორ თამაშობს ბურთთან ერთად.
ფერანს კარის წინ ხანდახან არ უმართლებს, მაგრამ ამის გარდა ის ძალიან ბევრს გვაძლევს.
ობამეიანგი ციდან მოვლენილი საჩუქარია. ის პოზიტიური, შრომისმოყვარეა და გასახდელს შესანიშნავად ერგება. მისი გაწვრთნა პრივილეგიაა.
ხალხი ხედავს, რომ დემბელე “ბარსასთვის” სიცოცხლეს წირავს. მან ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.
მე პერფექციონისტი ვარ. სახლში მიმავალს გონებაში ათასი რამ მიტრიალებს.
როგორ შემიძლია სიამოვნების მიღება? 4 თვეა, რაც აქ ვარ და 3 მათგანი ძალიან რთული იყო. მწვრთნელობა დაუნდობელი სამუშაოა. ეს მარტივი არაა, თუმცა გვაქვს მომენტები, რომლებითაც დიდი სიამოვნების მიღება შეგვიძლია.
მინდა, გოგონების გუნდს მივულოცო – მათ გზა გვაჩვენეს. ისინი სასტუმროში წასვლამდე ვნახეთ. ისინი “ოცნების გუნდს” ან პეპის “ბარსას” ჰგვანან. გოგონების გუნდი მამაკაცთა გუნდისთვის მაგალითია.
პიკე რამდენიმე დღის განმავლობაში დისკომფორტს განიცდიდა, თუმცა სერიოზული არაფერია. დღეს შეცვლით თავიდან ავირიდეთ გამიზეზება.
კლუბის სიტუაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ის გამოვასწოროთ.




დემბელეს, რომელიც დახურულ შენობაში აქლემივით იფურთხება ზედმეტად ნუ აქებ, თორემ დაიჯერებს და თავში აუვარდება, პლუს დარჩენის შემთხვევაში მაღალ ხელფასს მოითხოვს.
პეპის სიტყვები გახსოვთ ერთ პრესკონფერენციაზე? მე ჩავის რა უნდა ვასწავლო, აქეთ მასწავლისო ბევრ რამეს. და ეს მთლად ხუმრობა არ იყო, მე ეჭვი არ მეპარება ჩავის რო ისეთი შემადგენლობები ყავდეს რაც პეპს ყოლია თუ ყავს. მასზე უარეს შედეგს ნაღდად არ დადებდა.
ჯერ არაფერი გვაქვს სათქმელი ბარსას დაბრუნებაზე, რეალს როგორ ეთამაშებიან ვნახოთ და სეზონს თუ ასე დაამთავრებენ მერე შეგვიძლია, რომ ვთქვათ ეგ
ჩემი აზრით ბარსა დაბრუნდა! თავიდან დაეწყოთ გუნდებს თამაშის დაწყებამდე კანკალი! მალე მწვერვალზე იქნება სადაც მისი ადგილია!
ერთი ისაა რო ისევ სწრაფი გოლი გავიტანეთ და მერე დავარბიეთ. გალას სცენარი საინტერესო იქნებოდა. რო ვერ გაუტან გუნდს საწყის 60 წუთში და უკან რო ჯდება იმას რას მოვუხერხებთ. სივრცეში დემბელეც მაგარია ობაც და ადამაც. მარა მის გარეშე?
უუფ ზაფხულში მოიყვანეთ ამას მესი და სასწაულებს დაატრიალებს
მადლობა შენ მაესტრო პირველ რიგში !
ნუ ეს კაცი ფეხბურთელობის დროს რომ გენიოსი იყო , ამას მთელი სამყარო აღიარებდა და მწვრთნელიც რომ არანაკლებია და კიდევ უფრო დიდი გახდება , ამაზე სულ მცირე ბარსელონას გულშემატკივრები ვთანხმდებით !!! თითქმის ყველა ფეხბურთელის შედეგს აუმჯობესებს(ლენგკლეს გარდა) , ამას ჰქვია მწვრთნელი , ინდივიდუალურად მუშაობს ყველასთან და ერთიც არის , სწორი ქნა რომ ფიტნეს მწვრთნელებიდან დაწყებული ექიმები და მთელი შემადგენლობა გაუშვეს , აშკარად სპორტულ და სამედიცინო დივერსიას ჰქონდა ადგილი !!! ბრავო მაესტრო , მასე გააგრძელე !
აი ყველაზე მაგრად ის ასწორებს რომ ყოველი ჩატარებული თამაშის შემდეგ ჩვენც და ჩავიც ვიძახით რო ეს თამაში ყველაზე კარგი იყოო და მინდა რომ გუნდმა განვითარება გააგრძელოს და ყოველ თამაშზე ვიძახდეთ რომ ეს საუკეთესო თამაში იყოო. Visca Barca 💙❤️
ძაან სასიამოვნო იყო ამ თამაშის ყურება, მშვენიერი და დალაგებული თამაში იყო, დაცვაც მშვენივრად გამოიყურებიდა და საერთოდ მთეკი გუნდი, ყოჩაღ მაესტრო❤👏
ბრავო მაესტრროო. სხვა რაა სათქმელი ბრავო და ბრავო
ძალიან კარგად იბაზრა მომეწონა მისი შეფასება, მაგრამ დემბელეზე რომ თქვა თავს წირავსო ჩამეცინა 😄 მაესტრო, ასე გააგრძელე😍