ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად მხოლოდ ტერ შტეგენი (97%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 55% ფერან ტორესმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ოსასუნასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




მე მგონი მეტოქე არც ისე ძლიერია რო ჩავიმ ვერ გაბედოს როტაცია.
ჩემი აზრით ცოტა უნდა გადახალისდეს შემადგენლობა და ზოგმა ფეხბურთელმა დაისვენოს!
აქ აშკარად ხალხი არ ფიქრობს რომელი იქნება ყველაზე შესაბამისი შემადგენლობა მატჩისთვის. უნდა დაფიქრდეთ, რომ არაუხოს 4 ყვითელი აქვს,პედრის დასვენება უნდა და ტორესი კიდე მზეა