“ბარსელონას” ჩაბარებისას ჩავი ერნანდესს სერჟინიო დესტი არ მოსწონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ტექნიკა და პერფორმანსი გააუმჯობესა, მწვრთნელმა აზრი შეიცვალა.
ამასთან, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ კატალონიური გრანდი მარცხენა მცველს არ შეიძენს, ჩავი ამერიკელს ჟორდი ალბას დუბლიორად გამოიყენებს, რაც, დესტის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ იქნება.
კლუბს ამ პოზიციაზე ალეხანდრო ბალდეს იმედი ჰქონდა, თუმცა, მას დიდი სათამაშო დრო არც კუმანის ხელში ჰქონდა და თავისი ადგილი ვერც ჩავის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ყველაფერთან ერთად, ბალდეს ხელი ტრავმებმაც შეუშალა.
კრიტიკის მიუხედავად, უდავოა, რომ ალბა მომავალ სეზონშიც “ბარსას” მოთამაშე იქნება, თანაც, მას შემდეგ, რაც ის თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს. “ბარსელონაში” ეჭვი არავის ეპარება, რომ ჟორდი გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება თუ სათადარიგო ფეხბურთელი.




რა დუბლიორი, ალბამ 5 თამაში ითამაშა და მორჩა შემცვლელი აღარ უნდა? დუბლიორი კი არა შემცვლელი ჭირდება.
მაგას ჯობია 15 მილიომი გრიმალდოში გადაიხადონ თან არც გაუჭირდება ადაფტაციის გავლა ლა მასიელია
მარცხნივ ნორმალურად თამაშობს დესტი და ალბას დუბლიორად მართლაც გამოდგება😄
მე მგონი არ არის ცუდი აზრი.
რაღადროს ნეიმარის ბარსაში დაბრუნებაა, ნეი არა მარა მესი უნდაა დააბრუნონ, ბარსას ლეგენდაა და მეცოდება ასეთ ჩასვრილს რომ ვუყურეებ.. მეგონა პსჟ გაქაჩავდა მაგრამ შევცდი, ლეოს ადგილი ბარსაშია, სხვაგან ვერსად ვერ ივარგებს
გრიმალდოს მოყვანა მაინც ჭკვიანურია, ლა მასიელია და გამოცდილებაც აქვს მაღალ დონეზე თამაშის, ბენფიკა არაა ურიგო გუნდი
გრიმალდო მოვიყვანოთ ჯობია და დესტს თუ რამე შეუძლია მარჯვენა ფლანგზე დაამტკიცოს
ნეიმარის დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა ბარსასთვის
არადა ტალიაფიკო არ იყო ცუდი ვარიანტი მოსაყვანად