workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორჟე მენდეშს ჟოაუ ფელიშის ბარსაში ტრანსფერი სურს; ატლეტიკო რობერტოთი ინტერესდება

ჟორჟე მენდეშს ჟოაუ ფელიშის ბარსაში ტრანსფერი სურს; ატლეტიკო რობერტოთი ინტერესდება

Goal-ის ინფორმაციით, “ატლეტიკო” აცნობიერებს, რომ ჟოაუ ფელიშის მიმართ “ბარსელონას” ინტერესი იზრდება. მადრიდელებს მისი გაყიდვის არანაირი მიზანი არ აქვთ, თუმცა, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, პორტუგალიელი შემტევის აგენტი, ჟორჟე მენდეში (რომელსაც “ბარსას” მესვეურებთან კარგი ურთიერთობა აქვს) თავისი კლიენტის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გადაყვანას ცდილობს.

თავის მხრივ, ამავე გამოცემის ცნობით, “ატლეტიკო” სერჟი რობერტოს სიტუაციას აკვირდება, ვინაიდან, ესპანელს “ბარსასთან” კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია. თუმცა, რობერტო “როხიბლანკოს” პრიორიტეტს არ წარმოადგენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 02:45

    საცოდაობაა ეს ატლეტიკოში, ნაჯახებთან.

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2022, 16:08

    ციტატა: Berlinetta♥
    ჩემი აზრით კლასიკური 9 ნომერი მაინცდამაინც არ გვჭირდება , მითუმეტეს კონტრაქტიანად 250 მილიონი თუ ჯდება , არ ყავს ლივერპულს მაგრამ დაფრინავს გუნდი , ყველა შემტევი გამტანი და მოძრავია , ასეთი გუნდი მირჩევნია ცენტრფორვარდზე დამოკიდებულს , ჰოლანდზე რომ აიწყოს ყველაფერი და სადღაც მარტში დაიტრავმოს მერე სად მივდივართ ? დაცვა აშკარად ძლიერდება, ერთი ის ვერ გავიგე არაუხო მედიასთან რომ გააკრიტიკა რა ჟესტი იყო.. ფელიში და ადეიემი მგონია რო ოპტიმალური ვარიანტია… ფატის იმედი აღარ მაქვს სამწუხაროდ რომ სტაბილურად ითამაშებს


    მეც ცუდად მომმხვა თვალში არაუხოს კრიტიკა. კი ნერვები მეშლებოდა მეც ეს 3 თამაში უაზროდ რო კარგავდა გრძელი პასებით ბურთს და აშკარად გადაუხვია ნაგლად ჩავის დავალებას. მარა სადაც ამდენი ვინმე არ გაუკრიტიკებია არასდროს რაღა არაუხოს ეცა. იმედია კონტრაქტის გამო არ ხდება ეს და კონფლიქტით არ დასრულდება ყველაფერი.

  • Berlinetta♥
    schedule 12 მარ 2022, 13:09

    ჩემი აზრით კლასიკური 9 ნომერი მაინცდამაინც არ გვჭირდება , მითუმეტეს კონტრაქტიანად 250 მილიონი თუ ჯდება , არ ყავს ლივერპულს მაგრამ დაფრინავს გუნდი , ყველა შემტევი გამტანი და მოძრავია , ასეთი გუნდი მირჩევნია ცენტრფორვარდზე დამოკიდებულს , ჰოლანდზე რომ აიწყოს ყველაფერი და სადღაც მარტში დაიტრავმოს მერე სად მივდივართ ? დაცვა აშკარად ძლიერდება, ერთი ის ვერ გავიგე არაუხო მედიასთან რომ გააკრიტიკა რა ჟესტი იყო.. ფელიში და ადეიემი მგონია რო ოპტიმალური ვარიანტია… ფატის იმედი აღარ მაქვს სამწუხაროდ რომ სტაბილურად ითამაშებს

  • basa7
    schedule 12 მარ 2022, 12:39

    ციტატა: nika 54
    როგორც ყოველთვის ატლეტიკო სერესოს ხელმძღვანელობით თავის საზიზღარ გზას განაგრძობს. ჩვენგან ყველას წაყვანა უნდა თანაც მუქთად, მაგრამ თუ ჩვენ ვინმეს დავადგამთ თვალს მათი ფეხბურთელებიდან მაშინვე ფასი 100 მილიონიდან იწყება.
    ლაპორტას უნდა ეყოს გამბედაობა და ერთხელ და სამუდამოდ მოსვას ეგ საზიზღარი კაცი. ჩვენ რა უნდა გვქონდეს მაგათი სახვეწარი სულ ჩვენი ფეხბურთელებით იკვებებიან, მაგათგან მოსულმა ვინ გაამართლა.


    ეს სხვა შემთხვევაა გარწმუნებ. როცა გრიზმანში 120 მილიონს ვიდიდით ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი რომ გრიზმანი კი არა ეს უნდა გვეყიდა. ახლა უკვე ბარსაში გამოზრდილი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვეყოლებოდა. მისი მსგავსი ტექნიკა ერთი მბაპეს აქვს, ჰალანდასც კი არ აქვს.

  • nika 54
    schedule 12 მარ 2022, 12:25

    როგორც ყოველთვის ატლეტიკო სერესოს ხელმძღვანელობით თავის საზიზღარ გზას განაგრძობს. ჩვენგან ყველას წაყვანა უნდა თანაც მუქთად, მაგრამ თუ ჩვენ ვინმეს დავადგამთ თვალს მათი ფეხბურთელებიდან მაშინვე ფასი 100 მილიონიდან იწყება.
    ლაპორტას უნდა ეყოს გამბედაობა და ერთხელ და სამუდამოდ მოსვას ეგ საზიზღარი კაცი. ჩვენ რა უნდა გვქონდეს მაგათი სახვეწარი სულ ჩვენი ფეხბურთელებით იკვებებიან, მაგათგან მოსულმა ვინ გაამართლა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 12:17

    რობერტოს კონტრაქტი უთავდება და ვერავიში ვერ გავცვლით, ატლეტიკოს არ უნდა ფულის გადახდა გრიზმანში და ხლაფურთობენ რაღაცას😄

  • Albicelecte
    schedule 12 მარ 2022, 09:39

    ციტატა: ROUCH
    რატომღაც ტრინკაუ მგონია ეს და სხვისი არ ვიცი. პორტუგალიაში გამოანათეს და იმან აქ ჩაიჯვა ეს ატლეში იჯვავს მორჩა ბაზარი. ბარსას უნდა ფორვარდი და არა ეს გაურკვეველი სტილის მოთამაშები ცრუ ცხრიანები და გუნდი თუ გაგიწყდა ფორვარდათ ესეც ივარგებს დროებით ხალხი. ბურთი კარამდე ტრაორესაც მიაქ. მეპასეა 200 გამტანი არარი. ვერ მევიყვანეთ


    ბენფიკაში ვუყურებდი ამის თამაშებს და ძალიან ძლიერი იყო;
    უბრალოდ ჩოლომ ჩაკლა ამისი შემტევი და შემოქმედებითი სტილი;
    არ უნდა წასულიყო "ნაჯახებში"

  • basa7
    schedule 12 მარ 2022, 04:00

    ერთ ერთი უდიდესი ტალანტია რომელსაც ატლეტიკო ანადგურებს და და დროულად გადმოვა ბარსაში ეიძლება არ იქნეს გვიანი

  • riva
    schedule 12 მარ 2022, 03:24

    გრიზმანის ფულის გადახდა არ უნდათ და ამას გვატენიან

  • ROUCH
    schedule 12 მარ 2022, 02:30

    რატომღაც ტრინკაუ მგონია ეს და სხვისი არ ვიცი. პორტუგალიაში გამოანათეს და იმან აქ ჩაიჯვა ეს ატლეში იჯვავს მორჩა ბაზარი. ბარსას უნდა ფორვარდი და არა ეს გაურკვეველი სტილის მოთამაშები ცრუ ცხრიანები და გუნდი თუ გაგიწყდა ფორვარდათ ესეც ივარგებს დროებით ხალხი. ბურთი კარამდე ტრაორესაც მიაქ. მეპასეა 200 გამტანი არარი. ვერ მევიყვანეთ

  • Albicelecte
    schedule 12 მარ 2022, 01:16

    ციტატა: Dani alves
    ჩემი აზრით ტორესს სჯობს


    ტორესს? რავი აბა, განსხვავებული სტილისანი არიან

  • Dani alves
    schedule 11 მარ 2022, 23:16

    ჩემი აზრით ტორესს სჯობს

  • Albicelecte
    schedule 11 მარ 2022, 23:00

    აშკარად მოკლებული აქვს, მაგრამ მოსალოდნელიც იყო, "ნაჯახებში" გამოსვლა შემტევი და ლამაზი სტილის ფეხბურთელს ვერ ჩამოაყალიბებდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 მარ 2022, 22:48

    კი აქვს ტალანტი თითქოს მაგრამ არ ვიცი რამდენად დადგება ამისგან რამე, რავი მე დიდად არ მევასება

  • La Pulga10
    schedule 11 მარ 2022, 22:48

    დემბელე,ლუკი,ბრაითვაიტი და დეპაი,რომ წავლენ ბარტერით თუ ამას გადმოვიყვანთ,რატომაც არა?რობერტი და კიდე ვინმე,ან ცოტა ფული დავუმატოთ.

  • BARC4ever
    schedule 11 მარ 2022, 21:48

    ჟოაოს რომ ტალანტი აქვს ეგ არის ცალსახა, უბრალოდ შესაბამისი მწვრთნელი და გუნდი უნდა. ვინ იცის იქნებ ბარსელონა აღმოჩნდეს მისი კომფორტის ზონა 🤔

  • M10 S9 D11
    schedule 11 მარ 2022, 21:29

    გაუცვალეთ ულაპარაკოდ