ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “ბარსელონა” თურქულ “გალათასარაის” უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრისთვის ჩავი ერნანდესი კატალონიელთა განაცხადს ასახელებს:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, დეპაი, ტრაორე, ბრეითუეიტი, ნეტუ, ლანგლე, პედრი, ლ. დე იონგი, ალბა, ტორესი, ფ. დე იონგი, მინგესა, გარსია, ობამეიანგი, ნიკო, ტენასი.
აღსანიშნავია, რომ განაცხადს ბრეითუეიტი უბრუნდება, რომელიც ჩავიმ “ელჩესთან” 6 მარტს გამართული მატჩისათვის არ გამოიძახა.
დანაკლისი | ალვესი (განაცხადს მიღმა), ბალდე (კოჭის დაზიანება), ფატი (ბარძაყის ტრავმა), გავი (ყვითელი ბარათები), რობერტო (კუნთის დაზიანება), უმტიტი (ტრავმა).
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3 გვთავაზობს.




სილქ სპორტზე ჩანაწერი გავა 02.00-ზე. მანამდე კი 21.45-ზე სევილია-ვესტ ჰემი იქნება. 23.55-ზე კი ატალანტა-ლევერკუზენი.
სად ვუყუროთ ? სილქ სპორტზე არაა მგონი
ტერ შტეგენი
დესტი-პიკე-არაუხო-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
ადამა-ობამეიანგი-ფერან ტორესი
ადამა-დემბელე
ფერან ტორესი-მემფისი
ფ.დე იონგი-ნიკო
ობამეიანგი-ლ.დე იონგი
პედრი-ბრაითვაიტი
დემბელე ძირითადში არ დავინახო
ტრაორე ძირითადაში დემბელეს ნაცვლად
პირველივე თამაშში უნდა მოუმთავრონ. გალათასარაი საშინელ ფორმაშია და მარტივად უნდა მოუგონ.
იმედია წყნარად და აუღელვებლად შეასრულებენ პროგრამა მინიმუს, რო სტამბოლში არ გახდეს საჭირო გადამწყვეტი ბრძოლა. ნაპოლიც გვეყოფა წელს რაც გვანერვიულა საპასუო შეხვედრამდე.
დემბო სათადარიგოდან ბევრად პროდუქტიულია!
ლუკი სუპერ კოზირად გამოიყენეთ, ოღონდ თამაშის დასასრულამდე სადღაც 30 წუთი მაინც!
წინაგრძნობა მაქვს დე იონგი და ტორესი სერიოზულად გააჯაზებს!