ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საკუთარ პოდკასტში საუბრისას “ბარსელონასთან” დაკავშირებულ ახალ ამბებს გვაცნობს.
ანდრეას კრისტენსენი
დანიელმა არჩევანი უკვე გააკეთა – ის მომავალი სეზონიდან “ბარსელონაში” ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელი 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მხარეებს შორის საბოლოო დეტალების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმება დროის ამბავია.
დანი ალვესი
“ბარსა” ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უახლოეს კვირებში დაიწყებს. კლუბში ალვესის ყოლით ყველა ბედნიერია და მისი შენარჩუნება სურს.
ადამა ტრაორე
“ბარსელონა” ტრაორეს თამაშით კმაყოფილია, თუმცა გამოსყიდვის უფლების გამოყენებასა და 30 მილიონის გადახდაზე უარს ამბობს, ამიტომ მომდევნო კვირებში “ვულვერჰემპტონთან” მოლაპარაკებას გამართავს. კატალონიელები ადამას ფრანსიშკუ ტრინკაუში ან რიკი პუჩში გაცვლას განიხილავენ.
ერლინგ ჰოლანდი
ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდება, სიმართლე კი ისაა, რომ სატრანსფერო ბრძოლაში “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” და “რეალი” არიან ჩართულნი. “ქალაქელები” საუკეთესო ემონომიკურ სიტუაციაში იმყოფებიან, ნორვეგიელს დიდ თანხას სთავაზობს მადრიდული კლუბიც, “ბლაუგრანა” კი ფინანსების მოსაძიებლად CVC-ისა და Spotify-სთან შეთანხმებასა და ფეხბურთელების გაშვებაზე მუშაობს.
ნუსაირ მაზრაუი
“ბარსელონა” მაზრაუისთვის ბრძოლაში ლიდერობს. კლუბმა მაროკოელს შეთავაზება უკვე გაუკეთა და ახლა მასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. კატალონიელები “აიაქსის” უკანახაზელის დამატებასთან ახლოს არიან. დიდი შანსია, ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით “კამპ ნოუზე” ვიხილოთ.
პარალელურად, კატალონიელები ფრანკ კესიესა და სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერებზეც მუშაობენ.




მოკლედ რა გაიყვანს ამ სამთვენახევარს, ეს სიახლეები კი არ მოიკლებს პირიქით მოიმატებს და ღმერთმა უწყის როგორ დამთავრდება საბოლოოდ.
პირველ რიგში ადამას ტრანსფერი უნდა მოაგვარონ ადამას ყოფნა დღევანდელ ბარსაში უკვე აუცილებელია ვინგერი რაც მეტი გვეყოლება გუნდში მით უკეთესი
კაგრია ასეთი სტატიები, მითუმეტეს არა რაღაც ჭორიკანა გამომცემლობებისგან არამედ რომანოსგან.. განაგრძეთ კიდევ
კესი, ასპი, კრისტენსენი, მაზრაუი, ყველა უნდა მოიყვანონ, მაზრაუის თუ რამე გაყიდიან მერე. ჰოლანდი რაიოლამ უკან გაიკეთოს და ტრაორე გამოისყიდონ
კესიზე რაო ?
კრისტენსენი კარგია, ალვესი მინიმუმ 1 წელი კიდევ ითამაშებს( სკამზე), ადამაც საჭირო კაცია, მარზაუიც კარგი იქნებოდა მაგრამ ამ ჰოლანდზე მეეჭვება, ძაან ტრამვიანია და თან გვიწევს ამ კრიზისის დროს ამხელა ფულის გასროლა,ვაიდა ტრამვიანი დარჩეს, მერე რა ჩემი ფეხები უნდა ვქნათ? ძაან დიდი რისკია და ცონა ნაკლებად კაპიარებული და მოძრავი ფოლვარდი მოიყვანონ ჯობია