workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრისტენსენის ბარსელონაში ტრანსფერი გარდაუვალია | ფაბრიციო რომანო

კრისტენსენის ბარსელონაში ტრანსფერი გარდაუვალია | ფაბრიციო რომანო

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანდრეას კრისტენსენმა არჩევანი უკვე გააკეთა – მისი “ბარსელონაში” გადმოსვლა გადაწყვეტილია.

სანდო იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, დანიელი “ბარსასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაუფორმებს. საბოლოო დეტალების შესათანხმებლად შეხვედრები გრძელდება. ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია.

აღნიშნულს რომანოს თანამემამულე მატეო მორეტოც ადასტურებს – როგორც ის იუწყება, დასკვნითი შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთელის წარმომადგენლები და ადვოკატები ესწრებიან, ამ წუთებში მიმდინარეობს. ტრანსფერი გარდაუვალია.

დღეს და ხვალ ყველა ბიუროკრატიული საკითხი და დოკუმენტი მოგვარებული იქნება, რის შემდეგაც კრისტენსენის “ბლაუგრანაში” გადმოსვლა გაფორმდება.

როგორც მორეტო იწყება, ანდრეასმა მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მარ 2022, 19:42

    მშვენიერი ტრანსფერია

  • shu1987
    schedule 08 მარ 2022, 19:22

    მშვენიერი ტრანსფერია უფასოდ მითუმეტეს 👌

  • ROUCH
    schedule 08 მარ 2022, 19:10

    გარსია გვარდიოლას გამოექცა მეასე ალტერნატივა რო იყო და აქაც იგივე ნეხვში წაყოფს ფეხს laughing

  • .Gladiator.
    schedule 08 მარ 2022, 18:49

    უმტიტი, ლენგლე, მინგესა, დესტი , რობერტო , დემბელე
    ესენი თუ წავლენ სახელფასო ფონდი გამოთავისუფლდება + შემოსავალმაც უნდა მოიმატოს წესით და არაუხოს და გავის კონტრაქტებიც აღარ იქნება პრობლემა

  • CuleTillIDie
    schedule 08 მარ 2022, 18:14

    ფაბრიციო თუ ამბობს მართალია 😆 ძაან კარგია. იმედია არაუხოსთან ერთად გაუვალი კედელი გვეყოლება ამ ორის სახით 😄

  • La Pulga10
    schedule 08 მარ 2022, 17:44

    არაუხოს და გავის გაუხანგრძლივეთ და მერე სხვა ტრანსფერებსაც მიხედეთ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მარ 2022, 17:44

    ძაან კლასნი მცველია, ჩელსის მცველებს შორის ყველაზე მეტი სუფთა თამაში აქვს ჩანატარები( ანუ გოლი არ გაუშვია ყველაზე მეტჯერ), ნაკრებშიც მშვენიერია და გოლებიც ეხერხება

  • nika 54
    schedule 08 მარ 2022, 17:29

    ტრანსფერი გარდაუვალია.
    აი ეგ გვინდოდა ჩვენც.