ჩავის პრესკონფერენცია ელჩესთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ელჩესთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ელჩესთან” თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა:

რთული თამაში იქნება, რადგან “ელჩე” კომფორტულ სიტუაციაშია. გუნდმა ფრანსისკოსთან ერთად ძალიან მოუმატა. მათ “ბარსას” “კამპ ნოუზე” საქმე უკვე გაურთულეს. ამ გუნდის დამარცხება ძალიან რთული იქნება.

ჰოლანდთან შეხვედრა? დეტალებში ვერ შევალ. ჩვენ კლუბის აწმყოსა და მომავალზე ვმუშაობთ. როდესაც ტრანსფერების დადასტურება შესაძლებელი იქნება, ამას გავაკეთებთ, როგორც პაბლო ტორეს შემთხვევაში.

ჯერ არ მინახავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონაში” თამაში არ სურს. “ბარსაში” თამაშისკენ ყველა მიისწრაფვის. 

ტრანსფერი გამოსასყიდ თანხასა და სხვა საკითხებზეა დამოკიდებული, მაგრამ “ბარსელონაზე” უარს არავინ ამბობს.

ახლა არა ტრანსფერებსა და მომავალზე, არამედ აწმყოზე საუბრის დროა – ჩვენ ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე ვართ და წინსვლა უნდა განვაგრძოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბის მომავლისთვის ვმუშაობთ.
პიკე? მისით კმაყოფილი ვარ, მისი გაწეული სამუშაო არაჩვეულებრივია.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი უდგას. გადაწყვეტილებები ცალმხრივად არ მიიღება, რადან ჩვენ: მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი, მთელი პერსონალი ერთად ვმუშაობთ. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს და შედმეგ კონსენსუსამდე მივდივართ. ეს “ბარსასთვის” ძალიან კარგია.

ჩვენ პაბლო ტორეს ვაკვირდებოდით. ის თანდაყოლილი ტალანტია. პაბლოს ცენტრალური ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის ორივე ფეხს იყენებს და პასის შესანიშნავი კულტურა აქვს. ის აწმყოსა და მომავალზე გათვლილი შენაძენია.

პაბლოს პირველ გუნდში თამაშის შანსიც მიეცემა, როგორც აბდესა და ჟუტგლას, თუმცა როდესაც ისინი მაღალი კონკურენციის გამო ვერ იასპარეზებენ, საკუთარი ტალანტის წარმოჩენას “ბარსა ბ-ში” შეძლებენ.

პაბლო ტორე “ბლაუგრანას” მოთამაშეა. მას ჩვენი იდეა ავუხსენით, ვუთხარით, თუ რა გვინდოდა მისგან, მან კი მოსვლა გადაწყვიტა. მე პატიოსანი ადამიანი ვარ და არავის ვატყუებ – პაბლოს ვუთხარი, რა ელის აქ.
“ბარსა” კომფორტულ სიტუაციაში არაა. ჩვენ ჩვეული თავმდაბლობით, სერიოზულობითა და ინტენსივობით მუშაობა უნდა განვაგრძოთ.
პედრის თამაშის ყურება ინიესტას მახსენებს. კრიტიკის მიუხედავად, აზრის შეცვლას არ ვაპირებ. ეს პედრიზე გავლენას არ მოახდენს, პირიქით – მოტივაციას შემატებს. შედარება ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა. 
ალვესთან არ გვისაუბრია, მაგრამ იმ ყველაფრით, რასაც გუნდისთვის აკეთებს, ის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს და ვიმედოვნებ, ის შემდეგ სეზონში გუნდში დარჩება. დანის ბევრის მოცემა შეუძლია.
2 კვირაში 5 თამაში გველის და წუთების, დაღლილობისა და დისკომფორტის მართვა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ 8-9 თავდამსხმელი გვყავს და მოხარული ვარ, რომ არჩევის საშუალება მაქვს, რადგან ეს ჩემთვის დიდი უპირატესობაა.
რიკი პუჩი? გუნდში დიდი კონკურენციაა და თავს ცუდად ვგრძნობ, რომ მას მეტ დროს ვერ ვაძლევ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, უმატებს და მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი კონკურენტი ჰყავს პედრის, ნიკოს, გავისა და ფრენკის სახით.
მბაპე და ჰოლანდი ორი დიდებული ფეხბურთელია. ლა ლიგაში მათი ყოლა შესანიშნავი იქნება. ჩემპიონატი და გუნდები, რომლებშიც ისინი გადავლენ, განვითარდებიან. ისინი სტადიონზე მეტ გულშემატკივარს მოიყვანენ. ეს, ცხადია, დადებითი მოვლენა იქნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    05 მარ 2022, 22:19

    wink blush ჩავის უკვე ყოველი წუთი ექნება გაწერილი ვინ, როდის და როგორ უნდა ითამაშოს! ასე რომ, დაველოდოთ და თამაშით კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ!!!
    რაც შეეხება პუჩს, ჩემი აზრით ამ ბარსაში მისი ადგილი არ არის და სავარაუდოდ აღარც იქნება, ვინც გვყავს ყველა დაფრინავს, მისთვისვე ჯობია სხვა გუნდი მოძებნოს განვითარებისთვის, თან ძირითადში ერთი ადგილიც განთავისუფლდება ტორესთვის..
    ისე, არ ვფიქრობ, რომ ეს ოდესმე ბარსას დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, იქნება ზაფხულში ვინმეს ტრანსფერში ჩართონ..

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    05 მარ 2022, 20:12

    შენი იმედი გვაქვს ხვალ♥️♥️

  • cruyff9
    05 მარ 2022, 18:38

    ჯერ არ მინახავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში" თამაში არ სურს. "ბარსაში" თამაშისკენ ყველა მიისწრაფვის.

    ტრანსფერი გამოსასყიდ თანხასა და სხვა საკითხებზეა დამოკიდებული, მაგრამ "ბარსელონაზე" უარს არავინ ამბობს.
    ❤️❤️❤️❤️❤️ ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს რას წარმოადგენს ბარსაა!!!

  • nika 54
    05 მარ 2022, 18:35

    მოგება აუცილებელია, ანგარიში არ მაინტერესებს, ჩვენს შემდეგ ჩვენთვის გადამწყვეტ თამაშში ბეტისი ატლეტიკოს ღებულობს. ამ თამაშში ფრეც რო დაფიქსირდეს დავაი დასვიდანია იქნება ბეტისისთვისაც და ატლეტიკოსთვისაც მესამე ადგილზე ფიქრი. მოგების შემთხვევაში მესამეზეც გადავალთ და თამაშიც თადარიგში გვექნება, ასე რომ მიდი ჩავი გავინაღდოთ მესამე და მეორეზე მერე ვიფიქროთ სევილია რო ჩამოვა ბარსელონაში, ეს კი 3 აპრილს მოხდება.

  • DesmondHume
    05 მარ 2022, 17:58

    ისე პუჩი ხვალ ძირითადში თუ არა, სკამიდან მაინც შემოიყვანოს, სხვა ნახევარმცველებს დაასვენებს ეს ერთი და პლიუს იქნებ გამოუვიდეს რამე, თუ ასე კარგად ვარჯიშობს თამაშზე როგორღაც მაინც აისახება

  • EL MAESTRO 6
    05 მარ 2022, 17:52

    აუ რა კარგად საუბრობს ყველაფერზე😍, იცის ამ კაცმა თავისი საქმე და მჯერა ამ კაცის❤💙, ელჩე კია ავტობუსი გუნდი მაგრამ ახლა ბარსა შეტევაში ძალიან კარგად თამაშობს და მოგებაში დარწმუნებული ვარ

  • GEO-BARCA
    05 მარ 2022, 16:53

    ვისკა ბარსა გადავუაროთ ელჩუნებს❤️

  • Mariamm
    05 მარ 2022, 16:52

    შეიძლება მოწინააღმდეგე ძლიერია, თუმცა ეს ბარსა უფრო ძლიერია, მე მჯერა თქვენი❣💪

  • serafime
    05 მარ 2022, 16:40

    Მჯერა რომ მოვიგებთ, კი დგებიან 11 კაცით თავიანთ საჯარიმოში მაგრამ ეს უკვე კარგ ფორმაში მყოფი ბარსაა ❤️