პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული.
“ბარსელონას” ახალწვეულს შესაშური თვე ჰქონდა – 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მათ შორის იყო ჰეთთრიქი “ვალენსიას” წინააღმდეგ.
32 წლის თავდამსხმელთან ერთად თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ნაბილ ფეკირი (“ბეტისი”), პაუ ტორესი (“ვილიარეალი”), ტიბო კურტუა (“რეალი”), დანი ვივიანი (“ატლეტიკი”), პერე მილია (“ელჩე”) და ვედატ მურიქი (“მალიორკა”) იბრძოლებენ.
გაბონელისთვის ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ხოდა მიიღებს კიდეც, რეალის კარში ასეთი ლამაზი გოლები ვინ გაიტანა ბოლო დროს გახსენდებათ?
ჩემი ხმა ობამეიანგს!
მიდი ობა
ობას სახით მარტო ბარსამ კიარა ლა ლიგამაც საინტერესო და მომგებიანი ფეხბურთელი შეიძინა თან ამართლებს.ბარსელონას თამაშები უფრო სანახაობრივი გახადა შესაბამისად უკონკურენტოდ ეკუთვნის ობას ეგ ჯილდო!
და ბენზემა-ვინისიუსი სად არიან? ჰალაზე რო იკითხო მაგისთანა ფეხბურთელები ლიგაში არ არიან.
მართლაც რომ ეკუთვნის
არსენალში ალბათ ფიქრობენ ჩვენთან რა ჭირდა იქ, რომ თავი გაიგიჟაო.
საინტერესოა არსენალის შეფობას რა რეაქცია აქ როცა ობას ასეთ პერფორმანს ხედავენ:დ
მადრიდისტა პრეზიდენტი რომ ჰყავს ლა ლიგას თორემ ობამა იმსახურებს
კურტუას შეტენიან🙃