AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” წინასასეზონო ტურნეს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე გამართავს.
აშშ-ში “ლურჯ-ბროწეულისფერები” 3-4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, მეტოქეები კი, სავარაუდოდ, “რეალი”, “იუვენტუსი” და “მილანი” იქნებიან.
წყაროს ცნობით, “ბარსა” ჩრდილოეთ ამერიკაში 10-12 დღეს დაჰყოფს, რის შემდეგაც კატალონიაში დაბრუნდება.
როგორც Sport იტყობინება, “ბლაუგრანა” პრესეზონს ლოს ანჯელესში, ფენიქსსა და ლას ვეგასში გამართავს. გამგზავრების დრო ჯერ ცნობილი არაა. მოსალოდნელია, რომ ამხანაგურ “ელ კლასიკოს” ლას ვეგასი უმასპინძლებს.




კარგია მაიმ ბიჩზე ძვლებს გაითბობენ.
ლაპორტა ამითაც ფულს შოულობს საღოლ ამ კაცს
გემოვნება კაი აქვთ , მაიამი ბიჩზე ქაია ქაი
საინტერესო იქნება ამ გუნდებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით მილანთან, რეალთან ისედაც ლა ლიგაში ვთამაშობთ, იუე კი ვათრიეთ პრესეზონზე და მილანთან ბოლოს როდის ვითამაშეთ აღარც მახსოვს