workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი ერთ თამაშში გაირკვევა?

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი ერთ თამაშში გაირკვევა?

კატალონიის “ბარსელონამ” შეიძლება შესთავაზოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ქვეყნის სუპერთასის მფლობელის ერთ თამაშში გადაწყვეტა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიწყება ესპანეთის ჩემპიონატი. თუ ის დაიწყება აგვისტოს ბოლო კვირაში, მაშინ “ბარსა” არანაირ პირობას არ წამოაყენებს და ითამაშებს ორივე თამაშს (სახლში და სტუმრად). იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატი სტარტს აიღებს აგვისტოს დასრულებიდან ორი კვირით ადრე, მაშინ კატალონიური კლუბის ფედერაცია მოითხოვს სუპერთასის მფლობელის ერთ თამაშში გადაწყვეტას (ნეიტრალურ მოედანზე). “ბლაუგრანას” ფედერაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ფეხბურთელები იღებენ ძალიან დიდ დატვირთვას სეზონის დასაწყისში. 11 აგვისტოს ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ამხანაგურ მატჩს მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო სამი დღით ადრე კატალონიელები დაბრუნდებიან აზიაში გამართული ტურნედან, იტყობინება Marca.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასისთვის გაეჯიბრება “სევილიას”.

 

წყარო: http://www.sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში