ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე “ბარსელონა” ევროპა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში შინ “ნაპოლის” დაუპირისპირდება.
“ბლაუგრანას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა პედრიმ აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
“ნაპოლისთან” თამაშს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ არ ვართ ჩემპიონთა ლიგაზე, სად ყოფნაც გვსურდა, თუმცა ევროპა ლიგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა, კონკურენტუნარიანები ვიყოთ და გავიმარჯვოთ.
კუმანი? ვფიქრობ, მან ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ჩემი მოსვლისთანავე მან ჩემზე ფსონი გააკეთა.
ჩავი? ის ჩემს პოზიციაზე თამაშობდა და ფეხბურთს ჩემს მსგავსად ხედავს. ვფიქრობ, ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მაგალთად ნიკოს, გავის და მე ძალიან გვეხმარება.
ბუსკეტსის მსგავსი ვეტერანებისგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რათა უმაღლეს დონეს მივაღწიო. ლიმიტების დაწესება არ მიყვარს, მე მინდა, სწავლა და სიამოვნების მიღება გავაგრძელო.
ფერანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედანსა თუ მის მიღმა ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ. მას პოზიტიურად ვუყურებ, ფერანი გოლებით გვეხმარება და დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტს გაიტანს.
ჰოლანდი თუ მბაპე? მე ხვალინდელ თამაშზე ვარ ფოკუსირებული. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია.
მესი? მართალია, რომ მას გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეჰქონდა და მის გვერდით თამაშით სიამოვნებას ვიღებდი, თუმცა რეალობა ისაა, რომ ლეო აქ აღარაა. ჩვენ მაინც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის გვენატრება, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
ფავორიტად ყოფნა დიდი ტვირთი არაა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დროსაც ფავორიტები ვიყავით, რადგან ჩვენ “ბარსა” ვართ.
უფრო მეტი გოლი? გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მუდმივად ვფიქრობ, რომ ამაში უფრო მეტად უნდა ჩავერთო. ეს ყველა მწვრთნელმა მითხრა, მათ შორის ჩავიმ.
ფაბიან რუისი? მასთან არ მისაუბრია, ხვალ მოედანზე გამოველაპარაკები. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ხვალ არ გაიბრწყინებს.
ალბათ ენრიკეზე უფრო მცოდნეები არიან, და იმ კომისიებზე გოლდენ ბოის რო აჯილდოებენ.
ვინც გვარდიოლას დროს დაიწყო ყურება ვერც გაამტყუნებ ისეთი ბარსელონა რო უნდათ ხვალვე და ისეთივე მოთამაშე ფეხბურთელები(ხავი ინი ბუსი მესი)მათ ეგეთუ ბარსელონა შეუყვარდათ რომელიც უკვე მწვერვალზე იყო და მათვის უცხოა ის რაც დღეს ხდება თორე რამოდენინე წლით უკან რო გადავხტეთ იმის გასაგებათ თუ რა გზა გამოიარეს(ხავი ინი ბუსი მესი) იმისთვის რო მაგ ბავშვებს კარგი ახალგაზრდობა ქონოდათ დარწნუნებული ვარ ასე არ ილაპარაკებდნენ პედრი გავი ფატიზე ამ უკანასკნელის ტრავმის მიუხედავადც კი🙃სირთომეუს ოჯახს მოკითხვა იმისთვის რო ამ ბავშვებს აკიდა ამხელა კლუბი სათრევად.წესით ნახევარს სასტარტიდან უნდა იწყებდნენ და ნახევარს პირიქით ეს ბავშვები სწორად განვითარებისთბის მაგრამ სირთომეუმ მაქსიმუმი გააკეთა კლუბის დასანგრევად და მაგიტოა დღეს პირიქით რო ხდება მაგ ბავშვებთან მიმართებაში.🙃
ჩავი ხედავს შენსავით ფეხბურთს და შენ პოზიციაზე თამაშობდა ხო? რა ამბიიციური ხარ სირო. შენ თამაშობ მის პოოზიციაზე და მის მზგავსად ცდილობ დანახვას თავში არ აგივარდეს
რა დონეზე არ უნდა გესმოდეს ფეხბურთი რომ პედრის მნიშვნელობას ვერ ვხდებოდე…))))))))))))))
ფიზიკური მონაცემები სამწუხაროდ არ უწყობს პედრის ხელს რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს, იმედია დარტყმას პასს და ბურთის ფლობას უმაღლეს დონეზე დაამუღამებს. ნიჭი რომ აქვს მაგაზე დავაც არ შეიძლება, აქ ზოგს უნდა რომ 19 წლის ბიჭმა ამხელა გრანდი ათრიოს მარა ეგრე არაა მოწყობილი ფეხბურთი.
19 წლისაა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს მართლაც სასწავლი, კარგია რომ თვითონ აანალიზებს ამ ყველაფერს, ამისი კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გვჭირდება და იმედია განვითარებას გააგრძელებს
პედრი კაცურად რამე სულელობა არ თქვა,თორემ მაგარი დაჯმა წამოვა შენზე.ჩავისაც იგივე გადაეცი.