workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ენდრიკი ნაპოლისთან შეხვედრას დაესწრება

Sport: ენდრიკი ნაპოლისთან შეხვედრას დაესწრება

15 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ენდრიკი ხუთშაბათს “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შეხვედრას დაესწრება, იტყობინება Sport-ი.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ ენდრიკი, რომელიც “ბლაუგრანას” ინტერესთა სფეროშია, შვებულებას, ოჯახთან ერთად, ევროპაში ატარებს. ამჟამად იგი პარიზში იმყოფება და “პარი სენ-ჟერმენსა” და “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს დაესწრება. შემდეგ კი, იგი ბარსელონაში გაემგზავრება.

ახალგაზრდა შემტევი, რომელიც “პალმეირასის” 20-წლამდელთა გუნდის წევრია, ევროპის არაერთი გრანდის სამიზნეა, მათ შორის “ბარსელონასიც”. რამდენიმე დღის წინ, Sport-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 16 თებ 2022, 14:52
    #8

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ამასაც უეჭველი სკოლაში დამრიგებელმა დაურიგა ბავშვებს საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები აბონიმენტი smile კაი ეს ვიხუმრე, მარაააა წარმოიდგინეთ ეს ერთ-ერთი ბარსას მომავალია
    იანგარიშეთ მას 169 მატჩში 165 გოლი აქვს გატანილი.
    წარმატება ვუსურვოთ მას!


    ციტატა: azulgerana
    გინდა დაემსგავსო რობინიოს? წადი რეალში.


    და თუ გინდა ბეილს დაემსგავსო, მაშინაც რეალში წადი.

  • GiorgiM86
    schedule 16 თებ 2022, 12:05
    #7

    ამან უკვე უყურა და ჩაიწერა ბლოკნოტში, რომ რეალი კარში ვერ არტყავს 🙂

  • Bakero
    schedule 16 თებ 2022, 01:28
    #6

    ციტატა: azulgerana
    გაგიჟდება ეს თუ ამ თამაშს ესწრება. რა ოვაციებია ესეთი რამე არ ექნება ალბათ ნანახი


    ჰო მაგისთვის ეხლა ეგ ამბავი უცხო პლანეტაზე მოხვედრასავითაა 15 წლის არის smile და მაგარი trip-ი აქვს ევროპაში ჯერ პარიზი მერე ბარსელონა თანაც თავის ოჯახთან ერთად

  • shu1987
    schedule 16 თებ 2022, 01:27
    #5

    ძაან მაგარი ბიჭია, ეს აუცილებლად უნდა იყიდონ..

  • azulgerana
    schedule 16 თებ 2022, 00:26
    #4

    გაგიჟდება ეს თუ ამ თამაშს ესწრება. რა ოვაციებია ესეთი რამე არ ექნება ალბათ ნანახი

  • Fc Barca Batumi
    schedule 15 თებ 2022, 23:23
    #3

    ამასაც უეჭველი სკოლაში დამრიგებელმა დაურიგა ბავშვებს საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები აბონიმენტი smile კაი ეს ვიხუმრე, მარაააა წარმოიდგინეთ ეს ერთ-ერთი ბარსას მომავალია
    იანგარიშეთ მას 169 მატჩში 165 გოლი აქვს გატანილი.
    წარმატება ვუსურვოთ მას!

  • azulgerana
    schedule 15 თებ 2022, 22:48
    #2

    გინდა დაემსგავსო რობინიოს? წადი რეალში.

  • Bakero
    schedule 15 თებ 2022, 22:18
    #1

    ბარსელონაში დანი ბიძია დაგხვდება და კარგად გაგარკვევს თუ რომელ კლუბში უნდა ითამაშო