ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 89%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (100%), პიკე (95%), ალბა (100%) და ადამა ტრაორე (95%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 74% ბუსკეტსმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ესპანიოლთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, არაუხო, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტორესი, ობამეიანგი, ტრაორე.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ნეტა მოგვაგებინა და ანგარიში აღარ მადარდებს უკვე. ატლეტიკოს აუცილებლად უნდა გადავასწროთ ცხრილში.
რა მეკარე ყავს ტვენტეს კარის ხაზის მგელია ტიპი თან გერმანელია რა ბურთები აუღო აიქს 3/4 ახლო მანძილიდან მკვდარი ბურთები აუღო
კი მაგარია, ვუყურებ. აგერ მესამეც დახაზეს. ულამაზესი კომბინაცია.
ტერ შტეგენი არაუხო პიკე გარსია ადამა ალბა დე იონგი ბუსკეცი პედრი გავი ტორესი