ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ბრუნდება. “ბლაუგრანას” საშინაო არენაზე წელს არ უთამაშია. კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” ბოლო შეხვედრა 18 დეკემბერს ჩაატარეს.
პაუზა კიდევ უფრო ხანგრძლივია პედრის შემთხვევაში, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში ტრავმირებული იყო. ახალგაზრდა ნახევარმცველს “კამპ ნოუზე” 14 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ეს ის დროა, როდესაც “ბარსელონას” ჯერ კიდევ რონალდ კუმანი წვრთნიდა.
“კამპ ნოუზე” დაბრუნებასთან დაკავშირებით პედრი Barca TV-ს ესაუბრა:
გულშემატკივრებს დიდი ხანია, არ შევხვედრივარ. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა სასიამოვნო იქნება.
სექტემბრის შემდეგ “კამპ ნოუზე” პირველ თამაშს პედრი ხვალ, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
სასიხარულოა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის დასწრებაზე რაიმე შეზღუდვა არ იქნება.




6 თამაში ჩაატარეს იანვარში და არცერთი ნოუ კამპზე.
ეგება გაივსოს როგორმე სტადიონი და პატარა ხელი წაგვიკრან ფანებმა. როგორც ატლეტიკს რო ერეკება ხოლმე სავსე სან მამესი.