ბრაზილიაში ბარსელონაში თამაშზე ყველა ბიჭი ოცნებობს – ენდრიკის ვრცელი ინტერვიუ Sport-თან

ბრაზილიაში ბარსელონაში თამაშზე ყველა ბიჭი ოცნებობს – ენდრიკის ვრცელი ინტერვიუ Sport-თან

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა”, “პალმეირასის” 20-წლამდელთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელით, ენდრიკით ინტერესდება.

15 წლის თავდამსხელს “ბარსას” სკაუტები აკვირდებიან და ერთ-ერთ მატჩში, რომელშიც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” წარმომადგენელი მოედანზე იმყოფებოდა, ახალგაზრდა შემტევმა ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა.

ახლა კი, Sport-თან ინტერვიუში, 15 წლის ბრაზილიელი ტალანტი ძალიან საინტერესო კომენტარს აკეთებს:

ბრაზილიაში “ბარსელონაში” თამაშზე ყველა ბიჭი ოცნებობს.

“ბარსას” ინტერესის შესახებ ვიცი, თუმცა, ახლა მხოლოდ “პალმეირასზე” ვარ ფოკუსირებული და მოედნის მიღმა არსებულ მოვლენებზე არ ვფიქრობ. კარგად ვათამაშე, ჩემპიონები გავხდით და ვიმედოვნებ, “ბლაუგრანას” თავი მოვაწონე.

ამ კლუბში ბევრ ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც ახალგაზრდების კუმირები არიან – ნეიმარს, რონალდოს, რივალდოს, რომარიოს… და რონალდინიოს.

ყველა ახლაგაზრდა, რომელსაც საზღვარგარეთ თამაში სურს, ნეიმარის გამო, “ბარსელონაზე” ფიქრობს, რადგან ჟუნიორი ჩვენი თაობის წარმომადგენელია. თუ ერთ დროს უცხოეთში წასვლა მომიწევს, “ბარსა” ალბათ ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი რივალდოა, რადგან ის “პალმეირასის” ლეგენდა გახლავთ. ამასთან, ჩემს მსგავსად, ისიც ცაციაა. რივალდოსთან შეხვედრის პატივი მქონდა.

“ბარსა” ჩემი სტილის კლუბია, მაგრამ, შევეცდები, ნებისმიერ ფილოსოფიას მოვერგო. “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია. 2015 წელს მათ ჩემპიონთა ლიგა ჩავისთან, ინიესტასთან და MSN-სთან ერთად მოიგეს – ამ დროს კატალონიელებს ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავდათ. მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

“პალმეირასის” 20-წლამდელთა გუნდში – გარემარბის, 13-წლამდელთა რიგებში კი ნახევარმცველის პოზიციაზე მითამაშია, თუმცა, ახლა ცენტრალური თავდამსხმელი ვარ. სადაც არ უნდა დამაყენონ, მაქსიმუმს გავიღებ.

როდესაც 18 წლის გავხდები, ევროპაში წასვლა შემეძლება? ახლა ამაზე არ ვფიქრობ. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი უნდა გავაფორმო – ამ მომენტში მხოლოდ “პალმეირასში” თამაში მინდა. კონცენტრაციის დაკარგვა არ მსურს.

ჩემი მიზანი – საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაა და, რა თქმა უნდა, უკეთ თამაშითა და პროგრესით ევროპული გრანდების ყურადღებას მივიპყრობ.

ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზას ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 21 ნოემბრამდე აკავშირებს.

ენდრიკი, რომლის სიმაღლეც 173 სანტიმეტრს შეადგენს, “პალმეირასის” აკადემიას 10 წლის ასაკში შეუერთდა და 5 წელიწადში ასაკობრივი გუნდების მაისურით 169 მატჩში 165 გოლი გაიტანა. 2022 წელს მან სან პაულოს იუნიორთა ტურნირზე 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ დალაშქრა, თავის გუნდს თასი მოაგებინა და გულშემატკივრების მიერ გათამაშების საუკეთესოდ მოთამაშედ დასახელდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • messiiiiii
    05 თებ 2022, 17:29

    ეს ბავშვი აფერისტია მარკას და ელ მუნდო დეპორტივოს ედოთ თუ არ ვცდები 2 კვირის წინ დაახლოებით იგივეს რეალზე და ვინიციუსზე ამბობდა ))))))

  • nika 54
    05 თებ 2022, 16:47

    ციტატა: Wtf man1
    მადრიდელებს რო კითხოთ. გაქანებული რეალის ფანია რა ბარსელონა


    კი ჰალას ადმინს რო კითხო იმასაც გეტყვის მორატამ ბარსელონაზე უარი თქვა, რეალი მინდაო.

  • Moriba
    05 თებ 2022, 13:24

    ეჰჰ ნეტა ხულიან ალვარესი მოგვეყვანა თავის დროზე და იმედი მაქვს ამასაც დავითრევთ და არ აგვახევენ

  • basa7
    05 თებ 2022, 11:52

    ოჰო ეს კარგია. არადა ჰალაზე რეალის ფანია და პრაქტიკულად გაფორმებული გვყავსო. რეალურად როგორც სპეციალისტები ამბობენ ამაზე უფრო დიდი ტალანტი ახლა არავინააო. რონალდოს ადარებენ თავისი ბომბარდირული თვისებებით. დავითრიოთ სანამ მართლა აგვახევს რეალი

  • Wtf man1
    05 თებ 2022, 11:39

    მადრიდელებს რო კითხოთ. გაქანებული რეალის ფანია რა ბარსელონა

  • Magician
    05 თებ 2022, 03:06

    მალე იყიდეთ ეს ბიჭი!

  • Bakero
    05 თებ 2022, 02:24

    ხულიან ალვარესი ხომ დავკარგეთ :(( ეხლა იმდენი არ ქნათ რომ ესეც დაკარგოთ

  • cruyff9
    05 თებ 2022, 02:03

    ძალიან მაგარია

  • EL MAESTRO 6
    05 თებ 2022, 01:32

    ნეიმარის მერე წესიერი ბრაზილიელი არ გვყოლია და ამას ისეთი სტატუსტიკების აქვს ჯობია ახლავე მოიყვანონ, ლა მასიას გაივლის და პირველ გუნდშიც ადვილად ადაპტირდება, თან კარგია თუ აფასებს გუნდს და რივალდოა თურე მაგისი კუმირი, არაა ხელიდან გასაშვები ნამდვილად

  • Fc Barca Batumi
    05 თებ 2022, 00:59

    169 მატჩში 165 გოლი გაიტანააა? ჩქარა ბარსაში გულით კულეა