ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გასულ ტურში “მინი კლასიკო” გაიმართა – “ბარსელონა ბ” “რეალ მადრიდ კასტილიას” დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მე-2 ტაიმის დასაწყისიდან მასპინძელი კატალონიელები ანგარიშით 0-2 აგებდნენ, მაგრამ მათ თამაშის გადარჩენა და ქულის აღება მოახერხეს. “რეალის” კარში პირველი გოლი “ბარსა ბ-ს” 23 წლის ნახევარმცველმა, მატეუს პერეირამ გაიტანა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ეს გოლი ტურში საუკეთესოდ დასახელდა, რაც გასაკვირი სულაც არაა.




გოლი სილამაზე იყო, ნებისმიერი ტოპ თავდამსხმელი მოაწერდა ხელს ამ გოლზე.
ადრე ვის დროს მწვრთნელი აღარ მახსოვს გამოძახებული იყო პირველ გუნდში მაგრამ სათამაშო დრო არ მიუციათ როგორც მახსოვს ბრაზილიელი ნახევარმცველია
ეს პერეირა საერთოდ არ მახსოვს და პირველ გუნდში შანსი რატო არ მიეცა? 23 წლისაა უკვე და სადაც 17 წლის გავის ეძლევა შანსი 23 წლის ფეხბურთელმა რა დააშავა, საერთოდ ცენტალური მცველებიც უნდა სცადონ, მარჯვენა და მარცხენა მცველებიც, ამათმა მარტო აკომაჩები , ჟუტგლები და ეზალზულები ათამაშეს შეტევიდან