10 რამ, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

10 რამ, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

“ბარსელონას” ოფიციალური საიტი კლუბის ახალი ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვთავაზობს:

  1. ობამეიანგი 1989 წლის 18 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლავალში დაიბადა, რომლის მოსახლეობაც 50 000 ადამიანს შეადგენს. ამავე ქალაქშია დაბადებული მისი ყოფილი თანაგუნდელი, ფრენსის კოკლენი;
  2. ობამეიანგს 3 ეროვნება აქვს: ის საფრანგეთში დაიბადა, მამის მხრიდან გაბონელია, დედის მხრიდან კი – ესპანელი. საბოლოოდ, მან გაბონის ნაკრებში თამაში არჩია;
  3. ობამეიანგი “ბარსას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ლიგიდან, ყველაში უთამაშია. მან კარიერა “მილანში” დაიწყო, შემდეგ “ლილში”, “მონაკოსა” და “სენტ-ეტიენში” ასპარეზობდა, რის შემდეგაც “დორტმუნდში” გადავიდა, გერმანული კლუბიდან კი თავი “არსენალში” ამოყო და საბოლოოდ, “ბლაუგრანაში” გადმოვიდა. შესაბამისად, მას იტალიის სერია ა-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, გერმანიის ბუნდესლიგასა და ინგლისის პრემიერ ლიგაში უთამაშია, მალე კი ესპანეთის ლა ლიგაშიც ითამაშებს;
  4. ობამეიანგს პრიმერა დივიზიონში თამაშის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. მისი დედა, მარგარიტა ელ ბარაკოშია დაბადებული, რომელიც მადრიდთან ახლოს მდებარეობს. ბავშვობაში ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა;
  5. ობამეიანგმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ მან ესპანური ენა თავისი ესპანელი ბებიისგან ისწავლა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა;
  6. პიერ-ემერიკი ოჯახში ერთადერთი ფეხბურთელი არაა – მისი მამა, პიერ ობამეიანგი მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, გაბონის ნაკრების მაისურით კი 80 მატჩი აქვს ჩატარებული. ამასთან, პიერ-ემერიკის ორივე ძმა პროფესიონალი ფეხბურთელია;
  7. ობამეიანგი მარველის კომიქსებისა და ბეტმენის დიდი გულშემატკივარია. წლების წინ ეს ყველაფერი თავის ვარცხნილობაში აისახა, მანქანა მი ბეტმენის სტიკერებით დაამშვენა. ყველაფერთან ერთად, ის გოლებს სუპერგმირის ნიღბით აღნიშნავდა;
  8. წლების განმავლობაში ობამეიანგის აღნიშვნები დიდ ინტერესს იწვევდა. დორტმუნდის “ბორუსიაში” ასპარეზობის დროს ის მარკო როისთან ერთად ბეტმენს, რობინსა და სპაიდერმენს განასახიერებდა. ასევე, გამოსარჩევია გოლების აკრობატული ნახტომით აღნიშვნაც;
  9. გასულ დეკადაში ობამეიანგის გოლების რაოდენობა მუდამ ორნიშნა რიცხვს აღწევდა. ამ მხრივ მისთვის საუკეთესო 2016-17 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც 31 გოლით პიერ-ემერიკი ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა, “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში კი მხოლოდ ლეო მესის (იმ სეზონში არგენტინელმა 37 გოლი გაიტანა) ჩამორჩა;
  10. ობამეიანგს კარიერის განმავლობაში ბევრი ცნობილი მწვრთნელი ჰყავდა: “დორტმუნდში” მან იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით ითამაშა, “არსენალში” კი არსენ ვენგერი, უნაი ემერი და “ბარსას” ყოფილი მოთამაშე მიკელ არტეტა წვრთნიდნენ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • EL MAESTRO 6
    03 თებ 2022, 13:57

    ციტატა: me da barca
    როგორ არ მევასება ეს გოგო, ზმეიკა უნდა დაუყენო პირზე იმხელაზე აქვს ჩახეული.


    აბაა, ამხელ კლუბმა უკეთესი ვერავინ ნახაა😒, ძაან შემაწუხებელი ტიპია

  • me da barca
    03 თებ 2022, 13:04

    როგორ არ მევასება ეს გოგო, ზმეიკა უნდა დაუყენო პირზე იმხელაზე აქვს ჩახეული.

  • nika 54
    03 თებ 2022, 11:42

    კარგია რო ესპანური იცის, თანაგუნდელებთან ურთიერთობა გაუადვილდება, განსხვავებით თავისი დორტმუნდელი ძმაკაცისგან. რომელმაც ერთი ცუდი სიტყვა ისწავლა და ისიც ისე უაზროდ გამოიყენა, რო პრინციპულ მატჩში თავი გააგდებინა მსაჯს.

  • EL MAESTRO 6
    03 თებ 2022, 01:57

    ციტატა: Giovanni

    ციტატა: BARC4ever

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ობამეიანგი რეალის ქომაგია


    რატომ დედამისი რომ რეალთან ახლოს ცხოვრობს?


    ბევრჯერ აღუნიშნავს ინტერვიუში რეალს რომ ქომაგობს..


    დიდი ამბავი, ეგრე ისკო, მოდრიჩი და ვინისიუსი ბარსას ფანები იყვნენ და ისე გადავიდნენ რეალში, მაგას არააქ მნიშვნელობა , ვინც შეთავაზება გაუკეთა იქ წავიდა

  • BARC4ever
    03 თებ 2022, 01:33

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ობამეიანგი რეალის ქომაგია


    რატომ დედამისი რომ რეალთან ახლოს ცხოვრობს?

  • Gigazakaradze
    03 თებ 2022, 01:05

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ობამეიანგი რეალის ქომაგია


    Martla?

  • Barcaman12
    03 თებ 2022, 00:53

    მარველის კომიქსების, და განსაკუთრებით batmanის 😂😂😂😂😂, ეგ DC ია მარა არაუშავს…

  • Gigi
    03 თებ 2022, 00:48

    მთავარია გოლები შეყაროსდა ბეტმენივიტ კი არა სპანჯბობივით აღნიშნოს თუ გაუსწორდება