“ბარსელონამ” ევროპა ლიგის განაცხადი უეფას ხვალ უნდა წარუდგინოს, რომელშიც ოთხი ახალწვეულიდან მხოლოდ სამი მოხვდება, შესაბამისად, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი დარჩება განაცხადს მიღმა.
ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ევროპა ლიგაზე პიერ-ემერიკ ობამეიანგს არ დაარეგისტრირებდა, თუმცა როგორც Marca-ს ჟურნალისტი, ლუის როხო წერს, განაცხადს მიღმა დანი ალვესი დარჩება.
მადრიდული გამოცემის მტკიცებით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- კლუბს ალვესის პოზიციაზე არ უჭირს. ბრაზილიელის მოსვლამდე სასტარტო შემადგენლობაში სერჟინიო დესტი თამაშობდა. მარჯვენა მცველად ოსკარ მინგესა და რონალდ არაუხოც საკმაოდ კარგად თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს სერჟი რობერტოც, რომელიც მარტის ბოლოს უნდა დაბრუნდეს.
- ალვესის ასაკი. დანი 38 წლისაა და ყველა მატჩის თამაში არ შეუძლია.
- კლუბს შეტევაში უფრო უჭირს და პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ადამა ტრაორეს დარეგისტრირება უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ფერან ტორესი თავიდანვე ხელშეუხებლად ითვლებოდა.
განახლება: ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, დღეს ზემოხსენებულთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. სამწვრთნელო შტაბი ხვალ გადაწყვეტს, თუ რომელ ახალწვეულს არ დაარეგისტრირებს ევროპა ლიგაზე.




მაგ წესის მომფიქრებლის…
სწორია, დაცვით ჩვენ შორს ვერ მივდივართ ხოლმე, კაი თავდასხმით კი შეიძლება დაცვა ცოტათი მაინც დავასვენოთ. ცოტა უხერხული შედარება გამოვა, მაგრამ მსნ-ის დროს დაცვაზე ალბათ ყველაზე ცოტას ვდარდობდით ხოლმე.
მე რომ ჩავი ვიყო მეც დანის დავტოვებდი უდიდესი სიყვარულის მიუხედავად ლალიგა ბევრად მნიშვნელოვანია იდეაში ვიდრე ევროპა, დანი ყველა მატჩს ნამდვილად ვერ ჩაატარებს ჰოდა ამიტომ უმჯობესია შეტევაში გვქონდეს მრავალფეროვნება და დაცვა დაბალანსდება როგორღაც დესტს ექნება შანსი და იქნებ ბალდეც ათამაშოს, ძალიან დერსკია ალვეში მაგრამ ასაკი თავისას შვება მაინც აქვს შეცდომები და სისწრაფეზე დაიჩაგრება. ობამეიანგს დავტოვებთ ცენტრში რჩება სივრცე და ადამა რო დავტოვოთ სწრაფი ფლანგი გვაკლდება ამიტომ ორივე გვჭირდება ალვეში ლალიგისთვის იყოს ხოდზე ბევრად მნიშვნელოვანია ლალიგა ამ სიტვაციაში :))
პირველ მიზეზეზზე იმას ვიტყვი რომ მაგ მცველებიდან არცერთი არაა სათამადო დონე გარდა არაუხოსა მაგრამ ეგეც ცენტრალური მცველია და ლენგლეს ან უმტიტის იმედზე ჩემი მტერი იყოს როცა გარსიას ტრამვა აქვს და ისედაც არც რგ ბრეყინავს. მეორე მიზეზზე იმას ვიტყვი რომ რაღა ევროპა ლიგაზე დაასვენონ ლა ლიგის თამაშები თუ არ ითამაშა დიდი ამბავი ჩვენი მთავარი მიხანი ხო ევრო ტურნირია.მესამეზე კიდე ვთქი რომ მაშინ არაუხო უნდა ვათამაშოთ ფლანგზე და ცენტრში პრობლემები გვექნება. ალვესი ცემტრშიც თამაშობს მაგრამ არაა ეგ პოზიცია ისეთი სამარჩიელო.
ჰმმ,იქნებ მართლა გაგვარდნოდა ეგ თასი და გვესაჭიროება ეგეთ გამოცდილი კაცი..
თან ტიტულებს აგრვებს ბიჭი🥰🥰🥰
მე პირადად სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია შეტევაში თამაში გვიჭირს და ეხლა შეტევის დასუსტება სისულელედ მიმაჩნია დაცვას გადააწყობს მაინც სქემას შეცვლის