workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიაკი პენია თურქეთში დღეს გაემგზავრება

ინიაკი პენია თურქეთში დღეს გაემგზავრება

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მეკარე, ინიაკი პენია, სეზონის ბოლომდე “გალათასარაიში” ითამაშებს. 

ესპანელი ფეხბურთელი თურქეთში დღეს გაემგზავრება და შეთანხმებაც, სავარაუდოდ, მალე გაოფიციალურდება. 

როგორც ცნობილია, პენიას, რომელიც მარტში 23 წლის ხდება, სათამაშო დროის მისაღებად კლუბის იჯარით დატოვება სეზონის დასაწყისშიც სურდა, თუმცა “ბარსამ” შესაძლო საკადრო პრობლემების გამო მისი დარჩენა მოითხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი ნეტუ “ბარსელონადან” წავა, პირველი გუნდის შემადგენლობაში მეორე მეკარის სტატუსს სწორედ პენია მიიღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს “ვილიარეალის” აკადემიიდან 13 წლის ასაკში გადმოსვლის შემდეგ სხვა კლუბში არ უთამაშია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 31 იან 2022, 15:20

    მე მგონი იჯარით 6 თვეზე დიდხანს არ გაჩერდება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 იან 2022, 16:30

    მე მაინც იმ აზრზე ვრჩები რომ ჯობდა ნეტუ გაეშვათ და ამისთვის მიეცათ შანსი