workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ბარსელონა დიეგო კოსტას დამატებას განიხილავს

Sport: ბარსელონა დიეგო კოსტას დამატებას განიხილავს

“ბარსელონა” სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ცენტრფორვარდის დამატებაზე მუშაობს. ალვარო მორატასთან შეთანხმება ფაქტობრივად გამოირიცხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მცირე დროში გაფორმება კი ძალიან რთული იქნება. 

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” ხელმძღვანელების უახლესი ვერსია დიეგო კოსტას მოყვანაა. ვეტერანი ბრაზილიელ-ესპანელი ფეხბურთელი ბოლოს “ატლეტიკო მინეიროში” თამაშობდა, სადაც 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა, შემდეგ კი კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. 

33 წლის თავდამსხმელის ლა ლიგაში დაბრუნება საკმაოდ რეალურია – “ბარსას” გარდა მას “ვალენსიასაც” უკავშირებენ. თუ კონფლიქტურ ხასიათსა და სხვა უარყოფით თვისებებს არ გავითვალისწინებთ, დიეგო ყველაზე გამოცდილი და წარმატებული ფეხბურთელია, რომლის დარეგისტრირება კლუბს დარჩენილ არასრულ ორ დღეში შეეძლება.

ვინც არ უნდა იყოს “ბარსელონას” სამიზნე, ტრანსფერი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა კლუბს უსმან დემბელე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Fc Barca Batumi
    schedule 30 იან 2022, 23:20

    ესეიგი 33 წლის სუარესი მადრიდში გააგდეს ბებერიაო და ეს მოჰყავთ?

  • me da barca
    schedule 30 იან 2022, 15:51

    ერთი ეს მოვა ბარსაში და მეორე მე.

  • Bakero
    schedule 30 იან 2022, 15:17

    მოხუცთა თავშესაფარია ბლიად სულ გამოთაყვანდნენ …..ტყუილი მგონია ალემანი ეგეთ სისულელეებზე წამსვლელი კაცი არ ჩანს :))

  • shu1987
    schedule 30 იან 2022, 14:57

    გვეღადავებიანნ ??? არც ისეთი ცუდი მდგომარეობა არაა რომ ეს მოიყვანონ, მეზიზღება ტიპი. ან ამდენი ბებერის მოყვანას რა აზრი აქვს ახალგაზრდების განვითარებას დაატორმუზებენ.

  • nika 54
    schedule 30 იან 2022, 14:57

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ეს პრაიმში რომ იყო მაშინ არ იყო მოსაყვანი კაცი და ახლა რა ჯანდაბად გვინდა? ბარემ ბალოტელი დავიმატოთ😅😆😆😆, ახლა აღარც ფეხბურთელად ვარგა და ამისი უხეში ხასიათი საერთოდ ფარგლებს სცდება


    ბალოტელი ნაკრებში დააბრუნეს თურმე.

  • Davita
    schedule 30 იან 2022, 14:02

    ბარსელონაა თუ ნაგავსაყრელი ბლიაძ. ლაპორტა შენ ყველას შემორბინა უმტიტმა არაკაცო

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 იან 2022, 13:24

    ეს პრაიმში რომ იყო მაშინ არ იყო მოსაყვანი კაცი და ახლა რა ჯანდაბად გვინდა? ბარემ ბალოტელი დავიმატოთ😅😆😆😆, ახლა აღარც ფეხბურთელად ვარგა და ამისი უხეში ხასიათი საერთოდ ფარგლებს სცდება

  • La Pulga10
    schedule 30 იან 2022, 13:16

    კოშტა არა ოსკარი კიდე

  • suxaaa
    schedule 30 იან 2022, 13:11

    აი ამის ნახვა ნაღადათ არმინდა ბარსაში და თუ მაინც დემბელს წასვლაზე ვართ დამოკიდებული მაშინ ობამიანგის ვარიანტი ბევრად ჯობია არაა ცუდი ფეხბურთელი თუ ფორმაშია