14 წლის “მესინიო” ბარსელონას რადარზე | MD

14 წლის “მესინიო” ბარსელონას რადარზე | MD

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” “პალმეირასის” 14 წლის ბრაზილიელ ტალანტს, ესტევან ვილიანს აკვირდება. 

ცაცია შემტევი ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა და ხშირად ლიონელ მესისაც ადარებენ. ის ყურადღების ცენტრში პირველად 10 წლის ასაკში მოექცა, როცა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც Nike-სთან კომერციული ხელშეკრულება გააფორმა.

წყაროს ცნობით, “ბარსას” ვილიანის შეძენა მაშინაც შესთავაზეს, როცა კლუბის სპორტული დირექტორი რამონ პლანესი იყო, თუმცა ტრანსფერით ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესდა. სავარაუდოდ, “ბარსელონას” შეთავაზება ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბში 18 წლის ასაკამდე დატოვება და შემდეგ შეძენის უფლების მიღება იქნება, რასაც “ბლაუგრანა” “პალმეირასის” კიდევ ერთი მოთამაშის – ენდრიკის შემთხვევაში აპირებს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • njanka1977
    31 იან 2022, 02:45

    ვიდეო რგოლი ვნახე და… დიდი არაფერი ჯერ.

  • Iniesta8
    30 იან 2022, 21:37

    დემირსაც ადარებდნენ მესის და არაფერი გამოუვიდა, დიდი იმედებით მოიყვანეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ნიჭიერი იყო მაგრამ ლა ლიგას სხვანაირად თამაშობენ

  • me da barca
    30 იან 2022, 15:48

    ბრაზილიაში მაგარი ტალანტები იჩითება ხოლმე.

  • nika 54
    30 იან 2022, 15:08

    ციტატა: Moriba
    რამდენი ლეო მესი მინახავს მაგრამ შედეგი?😅


    შედეგად მხოლოდ ერთი მესი.

  • Bakero
    30 იან 2022, 15:06

    რამდენჯერ ვთქვი შემტევები ბარსაში ბრაზილიელები , არგენტინელები და ურუგვაელები გვინდა …..უნდა წამოიყვანონ ესეც და ენდრიკიც აუცილებლად სანამ პატარები არიან და ბარსელონაში გაზარდონ

  • shu1987
    30 იან 2022, 14:59

    ენდრიკიც და ესეც აუცილებლად მოსაყვანი ბიჭებია, ბრაზილიელები ყოველთვის ერგებოდენ და ერგებიან ბარსას სათამაშო ფილოსოფიას და ამართლებენ.

  • GÍØ
    30 იან 2022, 14:28

    მესისა და ნეიმარის ნაჯვარია ეს ჩემისა. 😂😂😂 მართლა მაგარი ბიჭია

  • Moriba
    30 იან 2022, 13:14

    რამდენი ლეო მესი მინახავს მაგრამ შედეგი?😅