workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ადამა ტრაორე ბარსელონაში დაბრუნდა

ოფიციალურად: ადამა ტრაორე ბარსელონაში დაბრუნდა

აწ უკვე ოფიციალური ინფორმაციით, ადამა ტრაორე “ბარსელონას” ფეხბურთელია.

აღნიშნულის შესახებ კატალონიური კლუბის Twitter-ის გვერდი საკმაოდ ორიგინალურად გვამცნობს:

ამასთან, დაბრუნებას თავად ტრაორეც ეხმაურება და გულშემატკივრებს მიმართავს:

კულეებო, დავბრუნდი.

“ბარსას” YouTube არხზე კი ვხვდებით ვიდეოს, რომელიც, დაბრუნების შემდეგ, “ბარსელონაში” ადამას პირველი დღის ამსახველ კადრებს, მათ შორის, სამედიცინო შემოწმების მომენტებს მოიცავს:

ამავე ვიდეოში 26 წლის მოთამაშე ამბობს:

დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია, რადგან ამ ქალაქში საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავიზარდე. ჩემი სიხარულის მოედანზე გადატანას მოუთმენლად ველი. 

ტრაორე “ბლაუგრანას” აკადემიაში 2004-13 წლებში ირიცხებოდა, 2013-15 წლებში კი კატალონიელთა სარეზერვო და პირველ გუნდშიც ასპარეზობდა.

ადამა ბავშვობის კლუბში თითქმის 7 წლის შემდეგ ბრუნდება – ის “ბარსელონაში” 6-თვიანი იჯარით გადმოვიდა, სეზონის ბოლოს კი კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვას უფლება ექნება.

ტრაორეს ხელფასს მთლიანად “ლურჯ-ბროწეულისფერები” დაფარავენ, მისი პრეზენტაცია კი 2 თებერვალს, დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

კლუბი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 30 იან 2022, 16:08

    რა იქნება ერთმა ახალწვეულმა მაინც გაამართლოს, დავიტანჯეთ ხალხი უკვე 5 წელია.

  • Barca’ 7
    schedule 30 იან 2022, 10:43

    ეს ტარიელ მკლავაძეღა აკლდა ბარსელონას სრული ბედნიერებისთვის

  • ROUCH
    schedule 30 იან 2022, 01:11

    კაია იქნება მიბაძონ ამ ფარფატა პეპლებმა და ცოტა ჯანზე მოვიდნენ. არა აუცილებელი ამასავით მარა ესეც არ შეილება რა დღეშიც ეხლა არიან. ისე მეც რას ვიძახი აღნაგობა აქთ მაგეთი სუ რო პრ*ჭზე გასკდეს პედრი გავი პუჩი რა აზრი აქ აი ნიკოსგან კი დადგება კაი ჯეჯგვი საყრდენი

  • Iniesta_8
    schedule 30 იან 2022, 00:34

    დაცვაში მაგრად დაეხმარება ალვესს. დააზღვევს ხოლმე და კონტრშეტევებზე უცბად ჩამოირბენს. შეტევაში ერთი რაც შეუძლია ისაა რომ ლუკ დე იონგს ჩაუწოდოს და კუთხურები მოიპოვოს. დანარჩენში ბევრს არაფერს ველოდები.

  • me da barca
    schedule 30 იან 2022, 00:26

    ფრჩხილეს თუ დაიჭრი არ იქნება ურიგო.
    ან ხელის გულები როგორი დახეთქილი აქვს, მიწას ხომ არ თხრიდა ხელით.

  • რივალდო-მესი
    schedule 30 იან 2022, 00:14

    ციტატა: barcaforever
    5 გოლი+პასი რო დადოს სეზონის ბოლომდე არაუშავს კიდევ. გამოსყიდვაზე არც კი უნდა დაფიქრდნენ, თუ მოულოდნელად რაღაცა სასწაულები არ აკეთა და ლიდერი არ გახდა გუნდის. პოტენციალი აშკარად აქვს მარა ინტელექტი უნდა მაგისთვის, ჭკუა და ჭკვიანური მოქმედებები.


    იასნია კუნთები და ინტელექტი ერთად არ არსებობს ხო? მაინცდამაინც მეტრა ოცი უნდა იყოს და 65 კილოს იწონებდეს. ყვერზე ფეხს იბიჯებდეს და იტრავმებოდეს. ე ასეთი გვინდა ჩვენ, ჩვენი სტილი ესაა🙂 კარგით რა კარგით.

  • Alien messi
    schedule 29 იან 2022, 23:52

    ტანკია ტიპი იმენა 😂 იმედია ნახევარ ლა ლიგას ლაზარეთში არ გაუშვებს 😂 ჩვენს ბალერინებს ესღა უნდოდათ ეხლა ვარჯიშებზეც დაიმტვრევიან უკვე 🤣

  • Maradona
    schedule 29 იან 2022, 23:35

    სატრანსფერო ფანჯარამდე ფერან ტორესს და ტრაორეს თუ მოიყვანდნენ ყველაზე ნაკლებად წარმომედგინა. იქნებ გაამართლოს ამან რავიცი, უკანაც რო შეუძლია თამაში ეგეც კარგია.

  • barcaforever
    schedule 29 იან 2022, 23:27

    5 გოლი+პასი რო დადოს სეზონის ბოლომდე არაუშავს კიდევ. გამოსყიდვაზე არც კი უნდა დაფიქრდნენ, თუ მოულოდნელად რაღაცა სასწაულები არ აკეთა და ლიდერი არ გახდა გუნდის. პოტენციალი აშკარად აქვს მარა ინტელექტი უნდა მაგისთვის, ჭკუა და ჭკვიანური მოქმედებები.