workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვარო მორატას ტრანსფერი რთული იქნება

ალვარო მორატას ტრანსფერი რთული იქნება

ალვარო მორატას “ბარსელონაში” ტრანსფერი არც ისე მარტივი ოპერაციაა, როგორც ბოლო დღეებში იწერება.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, 29 წლის თავდამსხმელთან დაკავშირებით სიტუაცია გართულდა. “იუვენტუსი” ესპანელს წასვლის საშუალებას არ აძლევს, მადრიდის “ატლეტიკოს” კი მისი იჯარით გაშვება არ სურს და კატალონიურ კლუბს რთულ პირობებს უყენებს.

კიდევ ერთი სანდო ჟურნალისტი, მატეო მორეტო იტყობინება, რომ “ბარსელონასა” და “როხიბლანკოს” შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. იტალიელის ინფორმაციით, “ბარსასთვის” პრობლემას სახელფასო ლიმიტიც წარმოადგენს.

გავრცელებული ცნობებით, იქიდან გამომდინარე, რომ დუშან ვლაჰოვიჩი, ფაქტობრივად, “იუვენტუსის” ფეხბურთელია, მორატას “ბლაუგრანაში” ტრანსფერს ხელს არაფერი შეუშლიდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმე არც ისე იოლადაა. 

საინტერესოა, რომ დღეს ალვარო მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, სადაც აგენტთან ერთად საკუთარ მომავალს განიხილავდა. როგორც ცნობილია, ესპანელ ცხრიანს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება სურს.

განახლება: ელენა კონდისის ცნობით, ალვარო მორატას “ბარსელონაში” ტრანსფერისთვის სამი პირობა უნდა შესრულდეს:

  1. დუშან ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში” გადავიდეს;
  2. “ბარსამ” სახელფასო ხარჯები შეამციროს;
  3. “ბარსელონა” და “ატლეტიკო” შეთანხმდნენ.

განახლება: ელენა კონდისი წერს, რომ მორატა მადრიდს იმ განწყობით ტოვებს, რომ “ბარსაში” მისი გადასვა რთული იქნება. “ატლეტიკომ” მას განუცხადა, რომ მხოლოდ მუდმივ ტრანსფერს დათანხმდება, რაც კატალონიური კლუბისთვის წარმოუდგენლად ჩანს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 27 იან 2022, 16:47
    #5

    საერთოდ გაწყვიტონ ურთიერთობა ამ ატლეტიკოსთან, სანამ პრეზიდენტი არ შეიცვლება. მაგასთან ლაპარაკი არ შეიძლება თუ თვითონ არ უნდა რამე.

  • Davita
    schedule 27 იან 2022, 01:26
    #4

    გონებაჩლუნგმა ლაპორტამ გრიზმანი მიცა იჯარით და ისინი მორატასაც არ გვაძლევენ, დედამიწის ზურგზე მარტო ბარსაში იჩითებიან ასეთი ღლე მმართველები, სეზონის ბოლოს ნახმარ გრიზმანს მოგვიგდებენ უკან როგორც კოუტინიო..

  • antananariwu
    schedule 27 იან 2022, 00:17
    #3

    უი რა ცუდია ;დდდდ ნწ ნწ

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 იან 2022, 22:13
    #2

    არანაირი მორატააა,ფორვარდზე მეტად ვინგერი გვჭირდება ამ მომენტში და ზადხულში ჰოლანდი

  • M10 S9 D11
    schedule 26 იან 2022, 21:28
    #1

    რატო გაგვაძლიერებს ატლეტიკო დებილები კი არ არიან