“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, “ალავესთან” მატჩისთვის 21 ფეხბურთელი შეარჩია.
კატალონიური კლუბის განაცხადი ასეთია:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, ალვესი, ბრეითუეიტი, ნეტუ, ნიკო, ლანგლე, პედრი, ლ. დე იონგი, ალბა, ტორესი, ფ. დე იონგი, მინგესა, ჟუტგლა, ბალდე, აბდე, ტენასი.
უსმან დემბელეს სასჯელი ისევ ძალაშია, ტრავმის გამო კი გუნდს მემფის დეპაი, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, სამუელ უმტიტი და ერიკ გარსია ვერ ეხმარებიან.
“ბარსა” “ალავესს” ლა ლიგის 22-ე ტურში სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




ვიგებთ!!!
წარმატებები