COPE-ს ცნობით, გავის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს – მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსა” 17 წლის ფეხბურთელს პირველ გუნდში დაარეგისტრირებს და ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაუფორმებს, გამოსასყიდ თანხად კი 1 მილიარდ ევროს ჩაუწერს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ცნობებს სანდო იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ მხარეებს მხოლოდ 1 შეხვედრა სჭირდებათ, რათა ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდეს. გავის მხოლოდ დარჩენა სურს.
ახალგაზრდა ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.




გამოუცდელია და ორთაბრძოლებში არ იცის კარგად შესვლა, ამიტომაა რომ ხშირად ჟარიმდება და მაგას გამოცდილებასთან ერთად დახვეწავს
სამაგიეროდ არ ეშინია და უკან არ იხევს. ასეთიც საჭიროა გუნდში მეტოქე რო ატეროროს.
Golden boy,
გამოუცდელია და ორთაბრძოლებში არ იცის კარგად შესვლა, ამიტომაა რომ ხშირად ჟარიმდება და მაგას გამოცდილებასთან ერთად დახვეწავს
დარჩა ჩელსი ხახადაფჩენილი
ქაჯობებს მოეშვას და კარგი ბიჭი იქნება. ვიღაცა იტყვის ჟილკიანიაო, მეკი გეტყვით ჟილკიანი კი არა ქაჯია ქაჯიი!!! რამდენი უაზრო ყვითელი ბარათი აიკიდა ვინ დათვლის, აი მომავალში ერთად დავთვალოთ😂😁