workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ დემბელეს გამო განაცხადის დასახელება გადადო – ბარსა ფრანგის პასუხის მოლოდინშია

ჩავიმ დემბელეს გამო განაცხადის დასახელება გადადო – ბარსა ფრანგის პასუხის მოლოდინშია

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩისთვის განაცხადი დღეს უნდა დაესახელებინა, თუმცა უსმან დემბელეს გარშემო არსებული სიტუაციის გამო, ის ერთი დღით გადადო.

წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტს სჯერა, რომ ფრანგი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამასთან, საქმე დიდხანს აღარ გაიწელება. ჩავი საღამოს მატეუ ალემანის შეხვდება და გადაწყვეტილებას დემბელეს პასუხის გათვალისწინებით მიიღებს. 

ხავი მიგელის მტკიცებით, თუ 24 წლის შემტევი კონტრაქტს ხელს მოაწერს, ის განაცხადში მოხვდება და ანსუ ფატისა და ფერან ტორესთან ერთად შეტევის ხაზს ჩამოაყალიბებს. ხოლო უარის შემთხვევაში, “ბარსა” დაუყოვნებლივ დემბელეს გაშვებაზე მუშაობას დაიწყებს, რისთვისაც სხვადასხვა სცენარი განიხილება, მაგალითად, ტრანსფერი, თავისუფლების წერილის გაგზავნა ან კონტრაქტის გაწყვეტა. უსმანის დასჯა ბასკებთან მატჩში განაცხადს მიღმა დატოვებით დაიწყება.

იგივე წყარო დასძენს, რომ ივნისამდე დემბელეს ტრიბუნებზე დასმა არ განიხილება.

განახლება: Mundo Derportivo-ს ჟურნალისტის, ედუ პოლოს ინფორმაციით, დემბელე 6 თვით ტრიბუნებზე ყოფნას არ დათანხმდება. ერთადერთი შესაძლო ვარიანტი სეზონის ბოლომდე მისი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, გაშვებაა, რის შემდეგაც ფრანგს “ბარსასთან” კონტრაქტი ამოეწურება და ახალ გუნდს მოძებნის. კატალონიელები მსგავსად არდა თურანის შემთხვევაში მოიქცნენ.

ჟურნალისტის თქმით, ეს რთული, მაგრამ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 20 იან 2022, 14:54

    ამას ულვაშები ქონდა თუ ცოლის მოყვანის შემდეგ მოუშვა არ მახსენდება. ალბათ ფიქრობს დავკაცდიო?

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 01:51

    me da barca,
    მართლა რასაგავს. დარვინის თეორიის არ მჯერა, მაგრამ აგერაა ცოცხალი მაგალითი

  • რივალდო-მესი
    schedule 20 იან 2022, 00:48

    მე პირადად ვილოცებ რომ ამან ისეთი ტრამვა მიიღოს დაამთავროს ეგრევე კარიერა.

  • me da barca
    schedule 19 იან 2022, 23:28

    ამის ფოტოს შეხედეთ და ამ ფოტოს პატრონისგან რას უნდა მოელოდე კარგს. გაწუწული, გასაცოდავებული მაკაკა.

  • ნოდარ დავითაძე
    schedule 19 იან 2022, 20:35

    რავეღარ გადაწყვიტეს ამდენი ამბავი რა საჭიროა დავიღალეთ🙃🙃 უკვე აღარც მინდა რო დარჩეს ამიცრუვდა გული ამტიპზე რაღაცნაირად. აქამდე მაინც მქონდა ამის იმედი

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 იან 2022, 20:27

    ანუ მთლიანად გვაზარალებს ეა,ახლა ამის გაყიდვით 20 ან 30 მილიონი მაინც რომ აგვაღებია გუნდს მაგრად გამოადგებოდა

    ნიუკასლი დემბელეს ტრანსფერზე მუშაობსო და თუ მართალია მაშინ მაგათ 40+ ად უნდა შევტენოთ

  • ROUCH
    schedule 19 იან 2022, 20:27

    აუ რა სახე აქვს დააჯდა ფოტო. დატუქსული ბავშვი

  • Albicelecte
    schedule 19 იან 2022, 20:13

    ციტატა: SHOTADEPAY9
    უტვინო აგენტი რომ ჰყავს გამოიცვალოს


    უტვინო არა, ნაძირალა აგენტი
    უტვინო თვითონაა

  • La Pulga10
    schedule 19 იან 2022, 19:56

    ეგრე უნდა ამ შიმპანზეს.გაახანგრძლივებს და მაინც გაყიდონ.

  • LM10RG10
    schedule 19 იან 2022, 19:44

    ფატი ტორესი ჰალანდი უნდა იყოს შემტევი ტრიო მომდევნო სეზონში!

  • Davita
    schedule 19 იან 2022, 19:30

    თუვერ გაყიდეს კონტრაქტი გაუწყვიტონ და ეგდოს უკლუბოდ