workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის უმტიტის შეცვლის 3 ვარიანტი აქვს

ჩავის უმტიტის შეცვლის 3 ვარიანტი აქვს

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამუელ უმტიტის ოპერაცია ჭირდება და მას, შესაძლოა, 3 თვე გაუცდეს.

უმტიტის მსგავსად ტრავმირებულია ერიკ გარსიაც, რომელიც გუნდს მომდევნო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ჩავის განკარგულებაში 4 ცენტრალური მცველი რჩება – ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, კლემან ლანგლე და ოსკარ მინგესა.

Sport მიიჩნევს, რომ არცთუ მცირე არჩევანის მიუხედავად, “ბარსელონას” უმტიტის შემცვლელი ჭირდება. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ახალი მცველის სხვა კლუბიდან მოყვანაზე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც “ბარსა” ასეთი პრობლემების გადაჭრას არა აკადემიის, არამედ საშუალო დონის ფეხბურთელების სხვა კლუბიდან მოყვანის ხარჯზე ცდილობდა.

კატალონიური მედიის ცნობით ჩავის უმტიტის ჩანაცვლების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაზე კარგ პოზიციაში მიკა მარმოლია (სურათზე), რომელიც უმტიტის მსგავსად მემარცხენე ცენტრალური მცველია. მას დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. 20 წლის ფეხბურთელი “ბარსა ბ-ში” რეგულარულად თამაშობს და რამდენჯერმე დაიწერა, რომ ის ჩავის მოსწონს.

კიდევ ერთი ვარიანტი “ბარსა ბ-ში” მარმოლის მეწყვილე არნაუ კომასია. რონალდ კუმანის დროს მან პირველ გუნდთან ერთად რამდენჯერმე ივარჯიშა კიდეც. კომასი მარმოლთან შედარებით ნაკლებად აგრესიული, მაგრამ უფრო სწრაფი ცენტრალური მცველია.

მორიგი კანდიდატი 19 წლამდელთა გუნდში მოთამაშე დიეგო ალმეიდაა. 17 წლის ცენტრალურ მცველს ეკვადორის ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა და მან რამდენჯერმე ჩავის გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. ალმეიდა “ლა მასიას” ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველია, რომელსაც მომავალში პირველ გუნდში თამაშს უწინასწარმეტყველებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 18 იან 2022, 11:10
    #7

    "დღეს ცნობილი გახდა, რომ სამუელ უმტიტის ოპერაცია ჭირდება და მას, შესაძლოა, 3 თვე გაუცდეს"
    აბა რა იქნება, რასაც ეგ მოედანზე დებს!!! scream

    ციტატა: Golden boy
    არა რა ზამთარში მოსაყვანია ნორმალური მცველი, ამ ბავშვებით რა უნდა გავაკეთოთ. ამ უმტიტის კიდეც რაც მალე მოაშორწბენ კარგი იქნება, რამდენი ხანია ტრავმა არ მიუღია, მიკვირდა ვფიქრობდი მალე მიიღებს თქო და არ დააყოვნა.


    შეიძლება სათადარიგო სკამი ცივი იყო და გაცივდა. ალბათ ტრ-კ-ის კუნთების ანთება დაემართა.

  • GiorgiM86
    schedule 18 იან 2022, 03:16
    #6

    ლისანდრო მარტინესი მოიყვანეთ აიაქსიდან. მეტი არავინ ჭირდება დაცვას. ნუ თუ ასპილიკუეტაც დაემატება, მთლად უკეთესი 🙂

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2022, 02:42
    #5

    მიკა მარმოლი სავარაუდოდ…
    არ ვიცი, გარეგნობაზე ეტყობა, რომ ჟილკიანი და სერიოზული ტიპია (დოყლაპია მინგესასგან განსხვავებით)
    თუმცა ვნახოთ რა იქნება, მაინც სჯობს აქცენტი კატალონიელებზე გაკეთდეს, მაგის მსგავსად, კომასიც კატალონიელია

  • Barca_MNS
    schedule 18 იან 2022, 00:24
    #4

    შემცვლელად? სკამი რო გაათბოს?

  • levanoza
    schedule 17 იან 2022, 23:54
    #3

    აბონასი არ იყოს ციციაშვილისა: მგონი რეიგანს დაავიწყდა ერთი ქართული ანდაზა – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო! – ესე დაემართა ამ იდიოტსაც, დააჯდეს ახლა იმ მსოფლიო თასს და ამასაჟოს ყოველღამ!

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 იან 2022, 23:29
    #2

    მემგონი მარმოლი არის საუკეთესო ვარიანტი ამ ჩამონათვალიდან( მიუხედავად იმისა რომ ამ უმტიტის სამივე ჩაანაცვლებს ) , მეტი გამოცდილება აქ ყველაფერთან ერთად და მაინცდამაინც 17 წლის ბავშვებით ხომ არ დავაკომფლექტებთ გუნდს

  • Davita
    schedule 17 იან 2022, 23:09
    #1

    რა შეცვლა უნდა უმტიტს მაინც არ ათამაშებს