workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრეითუეიტი თებერვლამდე ვერ დაბრუნდება

ბრეითუეიტი თებერვლამდე ვერ დაბრუნდება

უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც მარტინ ბრეითუეიტმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნება იანვარში მოსალოდნელი მაინც არ არის. ინფორმაციას ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს. 

გადაწყვეტილია, რომ დანიელი ფორვარდი “ბარსელონას” ბილბაოს “ატლეტიკთან” კოპა დელ რეის მატჩში ვერ დაეხმარება და დიდი ალბათობით, ვერც 3 დღის შემდეგ “ალავესისთვის” მომზადებას მოასწრებს. 

გამოჯანმრთელების პროცესი თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულდეს. მომდევნო თვის პირველ მატჩს “ბარსა” 6 თებერვალს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჩავი ერნანდესის გუნდის უშუალო კონკურენტია და სატურნირო ცხრილში წინ მხოლოდ ერთი ქულითაა.

საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ბრეითუეიტი “ბარსელონას” სექტემბრის დასაწყისში გამოაკლდა. ამ სეზონში მარტინმა მონაწილეობის მიღება ლა ლიგის 3 თამაშში მოასწრო, პირველ ტურში კი 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო – “ბარსას” მეტოქე “კამპ ნოუზე” “რეალ სოსიედადი” იყო. 

მარტინის არყოფნაში ცენტრფორვარდის როლს ძირითადად მემფის დეპაი და ლუკ დე იონგი ითავსებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 15 იან 2022, 17:59

    რანაირი კალენდარი გვაქვს 9 დღე გავა რეალთან თამაშის შემდეგ და ატლეტიკთან 21-ში თამაშის შემდეგ უკვე 3 დღეში მოგვიწევს თამაში.

  • La Pulga10
    schedule 15 იან 2022, 16:14

    ატლეტიკსაც ჩავუდებთ და ატლეტიკოსაც,აბა რაა

  • Moriba
    schedule 15 იან 2022, 15:59

    ლუკ დე იონგის ვიდეო ვნახე ხავი უწოდებს პადაჩებს და უბრაგუნებს მაკრატელებს საკაიფოდ❤😀

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 იან 2022, 15:50

    ატლეტიკოს კი მოვუგებთ მარტივად

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 იან 2022, 15:25

    კატლეტიკო ისე თამაშობს უეჭველად მოვუგებთ❤️😉

  • skillera 10
    schedule 15 იან 2022, 14:39

    ატლეტიკოსთან მოგება ძაან გვჭირდება