ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 89%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), ალვესი (96%), პიკე (98%), არაუხო (91%), ალბა (99%) და ბუსკეტსი (94%). სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა ხნა, 32% ფერან ტორესმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “რეალლთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა – ბუსკეტსი, გავი, ფ. დე ონგი – დემბელე, ფერან ტორესი, ფატი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.
თამაში 23 საათზე. ინფორმაცია თამაშის ყურებასთან დაკავშირებით.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




და ამ დროს ტორესი ძირითადში დააყენეს.
მარცხენა ფლანგზე აბდეს ან დეპაის დავაყენებდი, მარჯვენაზე კი ფერანს
არანაირი დემბელე, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს მაგისი მოედანზე ყოფნა
9-იანზე კი ანსუ, შეიძლება დეპაი 9-იანზე და აბდე ფლანგზე
2 ტაიმში ანსუთი შეიძლება მემფისის შეცვლა, გამორიცხული არაა დამატებითი დროც დაინიშნოს, მაინც ფლეი-ოფია
და არასდროს კლასიკოს ფლეი-ოფში არ მახსოვს 11 მეტრიანების სერია, ესეც საინტერესო იქნება, მაგრამ რეალის მიფარჩაკება პენალტების გარეშე სჯობს
რა ფატი? რა ფერან ტორესი? კარგად ხო ხართ? ფატი მაქსიმუმ 20 წუთი ათამაშონ,ტორესს არც უვარჯიშია გუნდთან ერთად😐😐
ნიკო უნდა დააყენოს უფრო მეტის გამკეთებელია ამ სეზონში ვიდრე ფრენკი
ტორესს და ფატის ძირითადში ტყუილად ელით, მაქსიმუმ 25 წუთი ითამაშონ, ჯერ არ შეიძლება მაგხელა დატვირთვა თორემ ისევ დაგვეტრამვებიან რაც იმედია არ მოხდება,
მე ასე დავწერე შტეგენი პიკე არაუხო ალბა ალვეში გავი ფრენკი ბუსი დემბელე ტორესი ლუკ დეიონგი