workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მადრიდის რეალი – დანი ალვესის საყვარელი მეტოქე

მადრიდის რეალი – დანი ალვესის საყვარელი მეტოქე

დღეს, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ერთმანეთს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. გუნდების ფორმების მიუხედავად, “ელ კლასიკო” ყოველთვის დაძაბული ჯახია. დღევანდელი მატჩს განსაკუთრებულია “ბლაუგრანას” ვეტერანისთვის, დანი ალვესისთვის, რომელიც თავის საყვარელ მეტოქეს კიდევ ერთხელ შეერკინება.

ბრაზილიელი ლეგენდა წლების შემდეგ კვლავ “ბარსას” ღირსებას იცავს. დანი გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის მოტანისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოვიდა. ის 38 წლისაა, საუკეთესო ფორმაში აღარ იმყოფება, თუმცა მან პირველ ორ შეხვედრაში აჩვენა, რომ გუნდისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია. 

ალვესისთვის, “ელ კლასიკოზე” კარგი შესაძლებლობა არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ მაღალ დონეზე იმყოფება. ამის საფუძველს “რეალთან” მისი დაპირისპირებების ისტორიაც იძლევა.

დანი ალვესი მადრიდულ გუნდს ყველზე მეტჯერ (45) შეხვედრია და ყველაზე მეტი (22) გამარჯვებაც აქვს მოპოვებული. ბრაზილიელმა “რეალს” პირველი გოლი 2003 წლის 9 ნოემბერს “სევილიას” მაისურით გაუტანა. საინტერესოა, რომ მაშინ დანის დღევანდელი რამდენიმე თანაგუნდელი, მაგალითად, გავი და ილიას აკომაში, დაბადებულებიც კი არ იყვნენ. მეორედ კი “თეთრების” კარი 2012 წელს, ესპანეთის თასზე, ულამაზესი დარტყმით აიღო. დანის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა. 

სწორედ დანი ალვესის წინააღმდეგ უჭირდა თამაში კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მეტად. პირად დუელებში უმეტესწილად გამარჯვებული სწორედ ბრაზილიელი გამოდიოდა ხოლმე. დღეს, რონალდუს ნაცვლად, დანის ვინისიუს ჯუნიორი ეყოლება გასანეიტრალებელი. ალვესს არაუხოც მიეხმარება ხოლმე, თუმცა ბევრი რამ სწორედ ბრაზილიელზე იქნება დამოკიდებული.

დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად “რეალი” ითვლება, თუმცა “ელ კლასიკოს” თავისი წესები აქვს და შედეგის პროგნოზირება იოლი არაა. “ბარსას” გამარჯვება ნამდვილად შეუძლია და ამისთვის დანი ალვესის კარგი თამაში დასჭირდება.

გამოყენებულია Barca Buzz-ის მასალა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 13:18
    #6

    ხო მაშინ გაცილებით ახალგაზრდა და სწრაფი იყო. დღეს მაგას ვერ მოვთხოვთ.

  • El pistolero 9
    schedule 12 იან 2022, 20:57
    #5

    დანის რომ უდიდესი კლასი აქვს ეს ნათელია. მაჩისმა დაჯაბნა რამდენიმე ეპიზოდში გრანადასთან და მერე საერთოდ გააქრო ტიპი.

  • Clever liar
    schedule 12 იან 2022, 19:08
    #4

    ეეეხ სტატია კი აგავსებს კაცს გადასარევი ენთუზიაზმით, მარა იმ დანის ბარსელონას, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოობაზე ქონდა პრეტენზია და ამ ბლაუგრანას მაჩვენებელი ევროპალიგის საშუალო დონის გუნდებსაც რო ვერ უძლებეს, აქანა სა გევიპაროთ და სა წევიდეთ? :))

  • xavi73
    schedule 12 იან 2022, 18:34
    #3

    ვენაცვალე დანის , გაიხსენებს ძველ დროს და მრავალ პოზაში იხმ… მადრიდელებს.დ

  • M10 S9 D11
    schedule 12 იან 2022, 18:33
    #2

    ამის გოლს რა დამავიწყებს ძევიატკაში რო ტენა 2012 წელს

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 იან 2022, 18:19
    #1

    ეს გვყავდეს ახალგაზრდა ახლაა❤❤❤, დაბრდღვნიდა ყველაფერს🔥🔥