workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხო და ტორესი რეალთან სასტარტოში იქნებიან – ხავი მიგელი ბარსაზე

არაუხო და ტორესი რეალთან სასტარტოში იქნებიან – ხავი მიგელი ბარსაზე

ესპანელი ჟურნალისტი, ხავი მიგელი “ბარსელონას” საკადრო პრობლემების გამოსწორებასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო ესპანეთის სუპერ თასისთვის მზად იქნებიან, პედრი გონსალესისა და ფერან ტორესის საკითხი კი ხვალ ჩასატარებელ PCR ტესტზე იქნება დამოკიდებული.

ამავე წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, არაუხო და ტორესი 12 იანვარს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. პედრისა და ანსუ ფატის კი, დაახლოებით, 25-30 წუთი მიეცემათ.

როგორც AS იუწყება, მატეუ ალემანი ჩავის დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ტორესი COVID19-ისგან განიკურნება და ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, კლუბი 48 საათის ფარგლებში, ფილიპე კოუტინიოს შემდეგ, კიდევ 1 ფეხბურთელს გაუშვებს და მის დარეგისტრირებას შეძლებს. ამასთან, იუსუფ დემირის წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

არაუხო “ელ კლასიკოში” მზადყოფნისათვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის გაკეთებიდან მხოლოდ 5 დღეა გასული, მას მოედანზე გასვლა სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 10 იან 2022, 17:33

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Albicelecte
    არაუხო იმენა გიჟია, ექტორ კასტროს ჩამომავალია როგორც ჩანს, თუ გახსოვთ ცალხელა ურუგვაელი ექტორ კასტრო, 1930 წელს მე-4 გოლი რომ შეაგდო მუნდიალის ფინალში barca-6


    კი გვახსოვს ვუყურებდით. 😊


    wink კარგად მახსოვს, მეც ვიყავი მაშინ სტადიონზე.. :::დდდ


    bowtie

  • MARI=BARCA-fan
    schedule 10 იან 2022, 03:35

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Albicelecte
    არაუხო იმენა გიჟია, ექტორ კასტროს ჩამომავალია როგორც ჩანს, თუ გახსოვთ ცალხელა ურუგვაელი ექტორ კასტრო, 1930 წელს მე-4 გოლი რომ შეაგდო მუნდიალის ფინალში barca-6


    კი გვახსოვს ვუყურებდით. 😊


    wink კარგად მახსოვს, მეც ვიყავი მაშინ სტადიონზე.. :::დდდ

  • me da barca
    schedule 10 იან 2022, 00:35

    ციტატა: Albicelecte
    არაუხო იმენა გიჟია, ექტორ კასტროს ჩამომავალია როგორც ჩანს, თუ გახსოვთ ცალხელა ურუგვაელი ექტორ კასტრო, 1930 წელს მე-4 გოლი რომ შეაგდო მუნდიალის ფინალში barca-6


    კი გვახსოვს ვუყურებდით. 😊

  • nikusha
    schedule 10 იან 2022, 00:06

    კიდეკაი არაუხო იქნება.

    ისე დღეს გავიფიქრე ნეტავ ეგ იყოსთქო

  • M10 S9 D11
    schedule 09 იან 2022, 21:02

    ძაან კაი ეხლა გვჭირდება ორივე

  • shu1987
    schedule 09 იან 2022, 20:01

    სამწუხაროდ რეალი ამჯერადაც მოიგებს, ისეთი ფორმა აქვს აკრეფილი ვინისიუსს ვერავინ გააჩერებს გააწითლებს მთელ დაცვას, ალვესი ვერ გაუქაჩავს სისწრაფეში დანარჩენებს რაც უქნა წინა კლასიკოზე კი ვნახედ. იმედია გუნდი შეიკვრება და ეს ტრამვიანობა და ვირუსი აცდის ხავის ნორმალური შემადგენლობა დააყენოს. დეპაი იმედია არ ითამაშებს და საერთოდაც გაყიდონ უნდა.

  • Bakero
    schedule 09 იან 2022, 19:53

    არაუხოს მაღალი ხელფასი კი არა ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ბარსასთვის
    თავდადებული კაცია

  • La Pulga10
    schedule 09 იან 2022, 18:31

    ოპაა კაიააა.არაუხო ძაან საჭიროა თორე პიკემ და ალვეშმა კიდევ შეიძლება კალსის ხარჯზე რამე გააწყონ ვინისიუსის და ბენზემას წინააღმდეგ,აი ალბა და ლენგლე დაგვღუპავენ,კაია არაუხო.ფერანი იმედია ეგრევე კარგად დაიწყებს და დემბელესაც მაინცდამაინც მაგ თამაშში აუჩუჩუნდება.დეპაი მგონია სკამზე იქნება და აბდე დაიწყებს მაგის ნაცვლად,პრესინგზე მაინც დარბის და ბევრად სწრაფია.აი ნახევარ დაცვის არვიცი გავი იმედია კარგ ფეხზე ადგება და ფრენკიც წინა თამაშივით კარგ ფორმაში შეხვდება(კოპას წინა თამაში),ხო ბუსიც ჯანზე იქნება და რაც მთავარია შტეგენი არ გამოდებილდეს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 იან 2022, 18:19

    ოო ეგ კაი ამბავია

  • Albicelecte
    schedule 09 იან 2022, 17:50

    არაუხო იმენა გიჟია, ექტორ კასტროს ჩამომავალია როგორც ჩანს, თუ გახსოვთ ცალხელა ურუგვაელი ექტორ კასტრო, 1930 წელს მე-4 გოლი რომ შეაგდო მუნდიალის ფინალში barca-6