workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიოს ღირსეული ჟესტი – ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას უახლოვდება

ფილიპე კოუტინიოს ღირსეული ჟესტი – ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას უახლოვდება

Esport3-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოსთან, ხელფასის შემცირების თაობაზე, შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია.

წყაროს ცნობით, ეს “ასტონ ვილას” საშუალებას მისცემს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ანაზღაურება სრულად დაფაროს, “ბარსა” კი სახელფასო ლიმიტს შეამცირებს.

ტონი ჟუანმარტის თქმით, “ვილა პარკის” ბინადრებს ფილიპეს სრული ხელფასის გადახდა არ შეეძლოთ, რის გამოც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანაზღაურების 65%-ს “ასტონ ვილა” დაფარავდა, დარჩენილ 35%-ს კი – “ბლაუგრანა”. თუმცა, კოუტინიომ გადაწყვიტა, კატალონიური კლუბის მიერ გადასახდელ 35%-ზე უარი ეთქვა და მხოლოდ ინგლისელთა 65%-ს მიიღებს.

შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ფერან ტორესის დარეგისტრირებას სულ უფრო და უფრო უახლოვდება, კოუტინიოს ქმედება კი ნამდვილად დასაფასებელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (19)

  • nika 54
    schedule 08 იან 2022, 15:57

    ახა ძმაო, ქონია სინდისი, რას ერჩი. დემბელეებს და უმტიტებს ამას ვერ აკისრებინებ და მერე უკვირთ შავები ვართ და იმიტომ არ მოვწონვართო. ამ დროს კი პირიქითაა ყველაფერი. არაკაცურად იქცევიან უმეტესობა და იმიტომ არ მოსწონთ და არა ფერის გამო.

  • me da barca
    schedule 08 იან 2022, 14:31

    კაცური საქციელია.
    წარმატებები ბირმინგემში და მაინც არ დაბრუნდე, ორივესთვის ასე აჯობებს.

  • Bakero
    schedule 08 იან 2022, 02:28

    საღოლ თუ მართალია და 35% ბარსელონას გადასახდელზე უარს ამბობს ნამდვილად კარგი საქციელია კოუტინიოს მხრიდან ! ჩვენ ნამდვილად არ/ვერ გამოგვადგა მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ინგლისში

  • CuleTillIDie
    schedule 08 იან 2022, 01:58

    ეჰჰ ნეტა მანდ მაინც აღიდგინო ძველი ფორმა ჩემო კოუ. ყველა ასტონ ვილას თამაშს ვუყურებ, მაინც არ დავკარგავ იმედს 😃

  • Aroni
    schedule 08 იან 2022, 01:05

    როგორც არ უნდა იყოს:👏
    მიხარია ასეთი ხალხი რო ჯერ კიდევ არიან

  • rivaldo80
    schedule 08 იან 2022, 00:51

    ეს თუ სიმართლეა მართლაა საღოლ თამაშით ვერაფერი ქნა მაგრამ გასაჭირში გუნდს დაეხმარაა..

  • El pistolero 9
    schedule 08 იან 2022, 00:36

    ჯიგარია კოუ და მთელი გულით ვუქომაგებ ასტონ ვილაში, თან ჯერარდიც მევასება და მინდა აიწყოს სამწვრთნელო კარიერა. მოკლედ წარმატებები

  • Justin Kluivert
    schedule 08 იან 2022, 00:35

    ბრაოო კოუ barca-1 heart_eyes და წარმატებები ტალანტო barca-5

  • kanja
    schedule 08 იან 2022, 00:04

    კაცური კაცი აღმოჩნდა კოუტინიო…

  • azulgerana
    schedule 07 იან 2022, 23:19

    We f****** love you Philip Coutinho

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2022, 23:18

    ეს თუ სიმართლეა ბრავო კოუს

  • Doryan
    schedule 07 იან 2022, 23:14

    ციტატა: xavi73
    მაგარი კაცია კოუ ,საღოლ ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა)

    დემბელე გაორმაგებას მოთხოვდა ბარსას😂

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 იან 2022, 23:10

    ძაან კაი საქციელია ნაღდად, ვგიჟდებოდი ამაზე ლივერპულში მაგრამ სამწუხაროდ აქამდე მივედით

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 იან 2022, 22:56

    მევასება რაა,ძაან მწყდება გული,ნეტავ ათამაშდეს არ გამოისყიდონ და აქაც იგივე ფორმით დაბრუნდეს,ასეთი ადამიანური საქციელი მართლა დასაფასებელია, გულწრფელად წარმატებები ♥️ ასტონ ვილას თამაშებს უნდა ვუყურო ამიერიდან

  • xavi73
    schedule 07 იან 2022, 22:43

    მაგარი კაცია კოუ ,საღოლ ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა)

  • BEQA BARCA
    schedule 07 იან 2022, 22:33

    რა მაგარი ადამიანია. არც უმტიტის გავს და არც დემბელს ძალიან დასაფასებელია… ძაან მევასებოდა და მევასება კიდეც კოუ 😍

  • datio
    schedule 07 იან 2022, 22:25

    კოუტინიოს არ გაუმართლა და მერე ფსიქოლოგიურად დაითრგუნა. შემდეგ კი გუნდი აირ-დაირია და ფაქტობრივად დაიშალა.

    თორემ პეპის ან ლუჩოს ბარსაში მაღალ დონეზე ითამაშებდა

  • ჯორჯ
    schedule 07 იან 2022, 22:17

    ციტატა: CHEPE
    ებიჭოო რა გაახურა საქმე ამ დაწყევლილმა ტებასმა გაზარდოს ეს ჭერი ცოტა მეტი ვაახ ბიჭოო როდის ჩაკვდება ბებერი ძაღლები ეგ და პერესი


    ტებასი კი არა ბართუმეოა მოსაკლავი ამხელა ხელფასები რომ დაუნიშნა

  • skillera 10
    schedule 07 იან 2022, 22:10

    კოუტინიოს რო გააჩნდა ადამიანობა ეს ისედაც ვიცოდი უმტიტის და დემბელეს არ გავს