“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, “გრანადასთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
სამი ქულის მოპოვება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება. თამაშის გაუმჯობესება შედეგებზეც უნდა ავსახოთ. ამ მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება.
ანსუ ფატის შეუძლია, ხვალ მოედანზე რამდენიმე წუთი გაატაროს, მაგრამ გვირჩევნია, ის სუპერთასისთვის მოემზადოს და ამიტომ “გრანადასთან” მატჩის განაცხადში არ შევიყვანთ.
მატეუ ალემანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ როგორც კი ფერან ტორესის კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მისი განაცხადში შეყვანა შევძლოთ.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მატჩს 100%-იანი ყურადღებით მივუდგეთ. ახლა “რეალთან” შეხვედრაზე არ ვფიქრობთ – მთავარია, ჯერ სასურველ შედეგს “გრანადასთან” მივაღწიოთ. ჩვენ “ბარსა” ვართ და ყველა თამაში ფინალად უნდა ჩავთვალოთ.
ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურად იქცევა. კოუტინიოს დამოკიდებულება ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა ხელფასის შემცირებასა და სათამაშო დროის მისაღებად კლუბის გამოცვლას დასთანხმდა. მისი მთავარი მიზანი წარმატების მიღწევაა.
ნიკო გონსალესი და გავი პირველ გუნდში? მათ სარეზერვო გუნდში ყოფნას აზრი აღარ აქვს – გავი უკვე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია და ეჭვი არ მეპარება, რომ ეროვნულ გუნდში მალე ნიკოც ითამაშებს. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება პირველი გუნდის წევრების სახელფასო ზღვართან დაკავშირებით.
უსმან დემბელე გუნდის ნაწილია და “ლინარესთან” ძალიან დაგვეხმარა. მან კორონავირუსი ახლახანს გადაიტანა და მოედანზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.
ალექს კოლიადო “ბარსას” წინააღმდეგ? ცუდია, რომ ბიუროკრატიული პრობლემების გამო მისი შენარჩუნება ვერ შევძელით. მინდა, მან სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და თავისი ნიჭი გვაჩვენოს.
გავუწევთ თუ არა “რეალს” კონკურენციას? ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენს მეტოქეებს შორის ჩვენზე ძლიერი მხოლოდ “ბაიერნი” იყო. ვეცდებით, “რეალს” ვაჯობოთ.
დანი ალვესის გუნდში ყოლა ბევრს გვმატებს. “ლინარესთან” გვინდოდა, 3-4-3 ფორმაციით შეგვეტია და თავი 4 უკანახაზელით დაგვეცვა, მან კი ამას თავი კარგად გაართვა.
ჟუტგლას შეფასება მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 22 წლისაა, პოზიციური თამაში კარგად ესმის და გოლების გატანის გარდა ბევრი კუთხით გვეხმარება.
არაუხომ “ლინარესთან” დიდი თავდადება გამოიჩინა და ორი მოტეხილი თითით ითამაშა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი გამოჯანსაღების პროცესი, მაგრამ სუპერ თასზე თამაში მისთვის ადვილი არ იქნება.
გაგვიმართლა თუ არა კოპა დელ რეის წილისყრაზე? ნამდვილად არა. “ბილბაო” შესანიშნავი გუნდია და მისი მწვრთნელი, ჩემი აზრით, ესპანეთში საუკეთესოა. მათ მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია.
მემფის დეპაი კარგადაა. მას მძიმე ტრავმა არ ჰქონია. თუ არაფერი შეიცვალა, ის ხვალ ითამაშებს. მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით.
– განაცხადა ჩავიმ.




მოიგონ აუცილებლად დღეს და ხვალ საღამომდე მე-3 ადგილზე ვიქნებით. სანამ ბეტისი და ატლეტიკო თავის თამაშებს ჩაატარებენ გასვლაზე. დავიჯერო არცერთი არ დაკარგავს ქულებს?
BEQA BARCA,
იქნება იმედია. და პიკეც ფორმაში უნდა იყოს აუცილებლად.
ამ ტრავმების გადამკიდე ტიპს არ ეღირსა იმის ნახვა, ყველა ფეხბურთელი ერთად აღებული თუ რისი მაქნისია, რა შეუძლია. ალბათ ყველას ახლოდან არც კი იცნობს.
არაუხო უნდა იყოს კლასიკოზე და პიკესთან ერთად იქნება სასტარტოში ფლანგებზე ალბა ,დანი უკვე ტეხავს კიდე წაგება და იმედია აღარ წავაგებთ
ხელი კი არა 2 თითი ქონია მოტეხილი. ესეიგი დიდი ალბათობით კლასიკოში იქნება 😍