“ბარსელონა” და “ასტონ ვილა” ფილიპე კოუტინიოს თაობაზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს არა 6, არამედ 18-თვიანი იჯარით შეუერთდება, რომლის დასრულების შემდეგ, 2023 წელს, მას კონტრაქტი “ბლაუგრანასთანაც” ამოეწურება.
თავდაპირველად საუბარი ნახევარსეზონიან იჯარაზე იყო, თუმცა, როგორც ჟუანმარტი იტყობინება, ფინანსური თვალსაზრისით, ორივე კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტი 18-თვიანი შეთანხმებაა. ამ შემთხვევაში “ბარსელონა” საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავს.
ჟურნალისტი დასძენს, რომ კატალონიელებს შეთანხმების მიღწევა უახლოეს საათებში სურთ, რათა ფერან ტორესის ლა ლიგაში დაარეგისტრირონ.




იმედია რაიმე ბონუსები იქნება გათვალისწინებული და იჯარიდანაც ავიღებთ რაღაც თანხას
კი მაგრამ 6 თვის შემდეგ მაინც გადაუხადონ ხელფასი მთლიანად. ეხლა რა გამოდის კონტრაქტის ბოლომდე იქ ითამაშებს, მერე უფასო აგენტი გახდება და ჩვენ კი მესამედი ხელფასი უნდა ვუხადოთ? მოკლედ რა ხეირი, მიდის და მაინც ჩვენ კისერზე უნდა იჯდეს?
იდიალურია
ოპააა
იმედია სიმართლეა გვეშველაა
კაია რაც შეძლება დიდ ხანს მოშორდეს გუნდს