workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასტონ ვილა კოუტინიოს ხელფასის 50-70%-ს გადაიხდის

ასტონ ვილა კოუტინიოს ხელფასის 50-70%-ს გადაიხდის

“ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო “ასტონ ვილაში” გადასვლასთან ახლოსაა. 

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსასა” და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა. მხარეები ტრანსფერის დეტალებს ათანხმებენ. რომეროს თქმით, “ასტონ ვილას” სურს, რომ კოუტინიოს გამოსასყიდი თანხა, რაც შეიძლება, დაბალი იყოს, რათა მათ ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა შეძლონ. 

ჟურნალისტის ცნობით, შესაძლოა, ბირმინგემელებმა 29 წლის ფეხბურთელის ანაზღაურების 50-70% დაფარონ. ჯერჯერობით უცნობია, თანახმაა თუ არა “ბარსა” ამ პირობაზე. 

სავარაუდოდ, კოუტინიო “ასტონ ვილას” სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, შემდეგ კი ინგლისური კლუბი მას გამოისყიდის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 07 იან 2022, 16:27

    მოკლედ ყველას ყველაფერი მუქთად უნდა ჩვენგან.

  • me da barca
    schedule 07 იან 2022, 03:12

    თუ 70% გადაიხდის გამოსყიდვის ვალდებულებით არაა ცუდი.

  • datio
    schedule 07 იან 2022, 00:02

    ხელფასის 70% არაა ცუდი ვარიანტი.
    არსებულ სიტუაციაში სახელფასო ბიუჯეტის შემცირება საშუალებას მისცემს გუნდს ტორესი დაარეგისტრიროს და შეიძლება 2 ფეხბურთელიც დაიმატოს, თუნდაც იჯარით.
    კოუტინიოს დიდი ხელფასი აქვს და 70% თუ გადაიხადა ასტონ ვილამ კარგი შედეგია.

    რა თქმა უნდა სასაცილო და საზიზღარი სიტუაციაა. მაგრამ რეალობა ასეთია და სუბიექტის მართვა მკაცრი რეალობიდან გამოსავალის ძებნაა და არა რომანტიკა.

  • nikusha
    schedule 06 იან 2022, 23:51

    შობას გილოცავთ ყველას!

  • La Pulga10
    schedule 06 იან 2022, 23:31

    ოღონდ წაშავდეს და

  • xavi73
    schedule 06 იან 2022, 23:30

    ლაპორტაზე ასეთი დაბალი წარმოდგენა არ მაქ ასეთი ბანძი პირობით რო გაუშვას გუნდიდან კოუ ,იმედია წესოერი პირობით გაუშვებენ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 იან 2022, 23:15

    El pistolero 9,
    გამოსყიდვის ვალდებულებით თუა ნახევარი სეზონი როგორმე გადავიხდით 50-30% ხელფასს

  • El pistolero 9
    schedule 06 იან 2022, 22:52

    იჯარით ვატანთ და ხელფასის გადახდაც არ უნდათ ამ უპატრონოებს?! ამათ მაინცააქვთ ფული

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 იან 2022, 22:41

    გვაწყობს

  • XAVI 6-8
    schedule 06 იან 2022, 22:37

    ხელფასი სრულად დაფარონ და უმტიტი გავატანოთ საჩუქრად ესე იქნება ყველასთვის კარგი გარიგება😁