გოლის 16 სხვადასხვა ავტორი

გოლის 16 სხვადასხვა ავტორი

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ლინარესთან” მატჩის შემდეგ კატალონიურ გუნდს უკვე 16 სხვადასხვა ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ გოლი გაიტანეს.

გუშინ “ლიანერსის” წინააღმდეგ თავის გამოჩენა უსმან დემბელემ მოახერხა. მან მიმდინარე გათამაშებაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გახდა “ბლაუგრანას” მე-16 ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში აქტივში გოლი ჩაიწერა.

“ბარსა” ამ შედეგით ლა ლიგის გუნდებს შორის “მალიორკას” გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 16 სხვადასხვა გამტანი ჰყავს. შემდეგ 15 მეგოლით მოდიან “ბეტისი”, “რეალი”, “ვალენსია” და “ვილიარეალი”. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში გოლის ყველაზე მეტი 18 სხვადასხვა ავტორი “მანჩესტერ სიტის” ჰყავს.

“ბლაუგრანას” 16 მოთამაშე, რომლებმაც ამ სეზონში გოლი ან გოლები მიითვალეს: დეპაი (8), ფატი (4), კოუტინიო, ნიკო, ლ. დე იონგი, არაუხო, ჟუტგლა, პიკე, ბრეითუეიტი, რობერტო (2), გავი, ეზალზული, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, აგუერო, დემბელე (1).

ზედიზედ უკვე მეორე სეზონია ესპანეთის თასზე პირველი გოლი დემბელეს გააქვს. შარშან ფრანგმა შემტევმა პირველად “კორნელიას” კარი აიღო.

აქვე წარმოგიდგენთ ესპანეთის თასის ბოლო 10 სეზონის პირველი გოლის ავტორებს: დემბელე (2021/22 და 2020/21), გრიზმანი (2019/20), ლანგლე (2018/19), ალკასერი (2017/18), ალენია (2016/17), ალვესი (2015/16), რაკიტიჩი (2014/15), პედრო (2013/14), ვილია (2012/13).

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • La Pulga10
    schedule 06 იან 2022, 15:30

    ფატიმ რა ითამაშა და 4 გოლი მაინც გაიტანა,მაგარი გვყავს ეგ შობელძაღლი

  • nikusha
    schedule 06 იან 2022, 15:20

    ალენია ზუსტად მაგ თამაშში დამევასა!

  • nika 54
    schedule 06 იან 2022, 15:17

    გაგეცინება კაცს არც მესი, არც სუარესი, არც ნეიმარი. ალბათ პირველი მატჩებში ძაან დაბალ დონეზე იმათ ასვენებდნენ ხოლმე.