“ბარსელონას” სათადარიგო მეკარეს, ნეტუს, მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და კლუბს წასვლის თხოვნით მიმართა, წერს Sport.
ბრაზილიელი მეკარის ერთ-ერთი ვარიანტი კარიერის სამშობლოში გაგრძელებაა – ახლახანს, მასთან მოლაპარაკება “ფლამენგომ” დაიწყო, ნეტუ კი უარზე არაა და “ბარსას” იანვარში ან მომდევნო ზაფხულში დატოვებას განიხილავს.
ნეტუს ტრანსფერის შემდეგ “ბარსელონა” შემცვლელის შეძენას არ გეგმავს. შემადგენლობაში მის ადგილს სარეზერვო მეკარეებიდან ერთ-ერთი, ინიაკი პენია ან არნაუ ტენასი დაიკავებს.
32 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. 2019 წელს “ვალენსიადან” გადმოსვლის შემდეგ მან “ბლაუგრანას” კარი 19 შეხვედრაში დაიცვა.




შტერ შტეგენს რომ ჯობს ფაქტია
მე შტეგენს გავუშვებდი ანუ სარფიანდ გავყიდდიდი და ამას დავაყენებდი ძირითად მეკარედ. თქვენი არ ვიცი და ეს რო დგას კარში ისე არ ვნერვიულობ როგორც შტეგენის უაზრო ფინტების და მერე ბურთის მეტოქეზე გადაცემებით.
პენია არ გაუშვან მაშინ და ეს გაუშვან, მეორე მეკარე საჭიროა, შტეგენს კონკურენტი უნდა აუცილებლად