“ბარსელონასთვის” საშობაო არდადეგები დამთავრდა – გუნდმა ვარჯიში განაახლა, ხვალ კი უკვე წლის პირველს შეხვედრას ჩაატარებს.
ახლანდელი მოცემულობით, “ბარსას” იანვარში ექვსი მატჩი ელის, თუმცა, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასვლისა და კოპა დელ რეის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, კლუბი კიდევ ორ თამაშს გამართავს.
მთლიანობაში, იანვარი დატვირთული თვე იქნება. განრიგი ასეთია:
2 დეკემბერი, 23:55 საათი – ლა ლიგა, სტუმრად “მალიორკასთან”
“ბარსა” 2022 წელს კუნძულელებთან მატჩით იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ “მალიორკას” გასავარდნ ზონასთან 5 ქულა აშორებს, გუნდმა მიმდინარე სეზონში შინ მხოლოდ ერთი თამაში დათმო. დანაკლისის გათვალისწინებით, კატალონიელებს იოლი შეხვედრა არ ელით.
5 იანვარი, 22:30 საათი – ესპანეთის თასი, სტუმრად “ლინარესთან”
“მალიორკასთან” მატჩიდან სამი დღის შემდეგ, “ბლაუგრანა” კოპა დელ რეიზე გამოსვლას იწყებს. გუნდი ტიტულის დაცვას ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბთან დაპირისპირებიდან შეუდგება.
8 იანვარი, 21:30 საათი – ლა ლიგა, სტუმრად “გრანადასთან”
8 იანვარს “ბარსა” ანდალუსიაში ბრუნდება და “გრანადას” ეწვევა. ცუდი სტარტის შემდეგ, რობერტო მორენოს გუნდი კარგ ფორმაში შევიდა, ამიტომ “ბარსელონას” მარტივი გამოცდა არ ელის.
12 იანვარი, 20:00 საათი – ესპანეთის სუპერ თასი, საუდის არაბეთში “რეალთან”
კლუბი ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალის სათამაშოდ ჯედაში გაემგზავრება და ყველაზე პრინციპულ მეტოქეს დაუპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, “ბარსა” 16 იანვარს ბილბაოს “ატლეტიკისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
19 იანვარი – ლა ლიგა, შინ “რაიო ვალიეკანოსთან”
“ბარსელონა” “კამპ ნოუზე” 19 იანვარს, “რაიოსთან” დაბრუნდება.
23 იანვარი – ლა ლიგა, სტუმრად “ალავესთან”
შესაძლოა, “ბარსამ” ეს მატჩი 22 იანვარს გამართოს, რაც “ლინარესთან” მატჩის ბედზე იქნება დამოკიდებული – თუ კატალონიელებმა ანდალუსიელები დაამარცხეს, ესპანეთის თასზე მომდევნო მატჩს 24 იანვარს ჩაატარებენ.




და არავინ არ ბრუნდება ამ თვეში? ან ახალწვეულებს ვერ ვარეგისტრირებთ?