workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია მალიორკასთან თამაშის წინ

ჩავის პრესკონფერენცია მალიორკასთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “მალიორკასთან” ხვალ სტუმრად გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. 17-18 ფეხბურთელი გვაკლია. ივარაუდება, რომ დღეს უმტიტი დაგვიბრუნდება, რომლის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

დემბელეთი იმედგაცრუებული არ ვარ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წარმომადგენლები მუშაობენ. ჩვენ, კლუბს, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. კვლავ უსმანის გამოხმაურებას ველოდები.

თამაშის გადასადებლად შესაფერისი მომენტია. საღად უნდა ვიაზროვნოთ. ხვალ თამაშს აზრი არ აქვს.

დემბელეს კიდევ ვესაუბრე და იმედი მაქვს, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდება. მას ჩვენი დახმარება შეუძლია. უსმანი გვჭირდება. მან იცის, რომ ეს დარჩენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ფერან ტორესი ბრწყინვალე შენაძენია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრ რამეს შეგვმატებს. მას შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ფეხბურთელები უნდა გავუშვათ… თუ დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შევძლებთ, ფერანს დავარეგისტრირებთ და ტრანსფერს კიდევ განვახორციელებთ… უნდა მოვიცადოთ.

მორატა? მინდა ჩვენ ფეხბურთელებზე ვისაუბრო. ფერანი და ალვესი ძალიან დაგვეხმარებიან… სხვა დანარჩენი ჰიპოთეზაა. მორატა, ჰოლანდი… ამ მოთამაშეებზე საუბარი ჩემი საქმე არაა. მირჩევნია, ჩვენ ფეხბურთელებზე ვილაპაკო.

დემბელესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ვიცდით. კლუბის წარმომადგენლები შეხვედრას კიდევ გამართავენ. ვნახოთ, რა მოხდება.

პედრი, ფატი და დეპაი დაბრუნებასთან ახლოს არიან, მაგრამ ხვალ მათი თამაშის იმედი არ გვაქვს.

“მალიორკასაც” რთული სიტუაცია აქვს, კოვიდდადებითი ფეხბურთელები მათაც ჰყავთ… თუ ეს თამაში არ გადაიდო, აღარაფერი ვიცი… რამდენიმე თვის წინ “სევილიასთან” მატჩი სანაკრებო პაუზის გამო გადაიდო, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა.

წამსვლელ ფეხბურთელებზე მუშაობა მიმდინარეობს. სატრანსფერო ფანჯარა დღეს გაიხსნა და წინ ერთი თვეა. ბევრი რამ უნდა შეფასდეს, მაგრამ იმისათვის, რომ ფეხბურთელები მოვიდნენ, წამსვლელები უნდა წავიდნენ. ეს ძალიან აშკარაა.

დემბელეს ჩვეულებრივ ვესაუბრები. უსმანს ვეუბნები, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომ გვჭირდება, რომ მნიშვნელოვანია კლუბის მომავლისთვის. შემიძლია, მას მხოლოდ სპორტული კუთხით ველაპარაკო.

პუჩისთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, ვინც ხვალ ითამაშებს, შესაძლებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ მათ აქ ყოფნა შეუძლიათ.

დარწმუნებული ვარ, დემბელე სხვა გუნდში უფრო ბედნიერი არ იქნება. მას ვეუბნები, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბშია და ვაცნობ სპორტულ პროექტს, რომელიც ეკონომიკურ მხარეს აღემატება.

ჩემთვის ხვალ თამაში სიგიჟეა. ასეთ სიტუაციაში სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 02 იან 2022, 12:39
    #9

    კვლავ უსმანის გამოხმაურებას ველოდები. დემბელეს კიდევ ვესაუბრე და იმედი მაქვს, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდება. მას ჩვენი დახმარება შეუძლია. უსმანი გვჭირდება. მან იცის, რომ ეს დარჩენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. როგორ მიუახლოვდება ძალიან მაინტერესებს, 40 მილიონს რო ითხოვს 30 მისცემს თუ 20-ს? და ჰოლანდს რაღა უნდა მისცენ?

  • I.S.
    schedule 01 იან 2022, 22:45
    #8

    მინი ფეხბურთი ხო არ გვეთამაშა, ჰაა?

  • Davita
    schedule 01 იან 2022, 22:43
    #7

    დებელე უინტელექტო და უნიჭოა , რაცარუნდა ელაპარაკო ვერ გაიგებს მაინც

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 22:24
    #6

    პენდრაგონი,
    სამზე მეტ ბარსა ბს ფეხბურთელს ვერ ათამაშებენ ერთად მოედანზე,

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 01 იან 2022, 22:03
    #5

    ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, პიკე – ორელანა, ფ.დე იონგი, ნიკო, პუჩი – აკომაჩი, პექუე, ჟუტგლა

  • nikusha
    schedule 01 იან 2022, 21:39
    #4

    ტერ შტეგენი
    არაუხო-პიკე-გარსია-მინგესა
    ნიკო-დე იონგი-პუჩი
    აკომაჩი-ლ.დე იონგი-ჟუტგლა

    ცვლილებები:

    მინგესა-უმტიტი

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 20:46
    #3

    შტეგენი
    არაუხო-უმტიტი-პიკე-მინგეზა
    ———-ფრენკი
    ნიკო————პუჩი
    აკომაჩი-ხე იონგი-ჟუტგლა

  • La Pulga10
    schedule 01 იან 2022, 20:41
    #2

    თუ რაღაცაა გადაიცვას და შევარდეს,ჯიბეში თუ არ ჩაისვას სუყველა კიდე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 20:05
    #1

    ნეტავ არ გადაიდება თამაში? შანსი არ გვაქვს უბრალოდ ამ სასტავით, უმტიტი თუ დაბრუნდა გამოგვადგება მაგრამ დანარჩენ დანაკლისებს რა ვუყოთ? ძაან ცუდი დემადგენლობით მოგვიწევს თამაში, იმედია მოვიგებთ , ძაან გვეირდება სამი ქულა, თვითონ ჩავი ხომ არ შევა მოედანზე მართლადა მართლა… ტებასი არის ღორივით დასაკლავი, სადაც რამოდენიმე ფეხბურთელის დაღლილობის გამო გადადეს ბარსა-სევილია ახლა 17 ფეხბურთელი გვაკლია, იმედია გადაიდება, თუარ გასაიდოდა უნდა მოვიგოთ მადრიდისტა ტებასის ჯინაზე

    Visca barca❤💙