workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტით 4 კლუბი ინტერესდება

სერჟინიო დესტით 4 კლუბი ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერჟინიო დესტით ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 4 კლუბი ინტერესდება, თუმცა, მას “ბარსელონას” დატოვება არ სურს.

ერთ-ერთი გრანდი, რომელსაც ამერიკელი ფეხბურთელის შეძენა უნდა, მიუნხენის “ბაიერნია”. ასევე, ბენ ჩილუელის სერიოზული ტრავმის გამო, სერჟინიოს მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” გამოხატავს. დანარჩენი 2 მსურველის ვინაობა უცნობია.

გავრცელებული ცნობების თანახმად, დესტი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რის გამოც, კატალონიელები მზად არიან, სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში მას შეელიონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 31 დეკ 2021, 14:59

    ეხლა ეს გაჯიუტდება, ბაიერნში არ უნდა? ტიტულებზე არ ფიქრობს?

  • EL MAESTRO 6
    schedule 31 დეკ 2021, 10:58

    წავიდეს რაიქნება, ესეც მოუშორებელი ჭირი არ გახდეს უმტიტი, დემბელე, ლენგლე, კოუტინიოსავით

  • Barca for life
    schedule 31 დეკ 2021, 07:53

    უთხრან სკამზე დაგსვამთ თუკი არ წახვალ, მწრვთნელის გეგმებში არ შედიხარო და წესით წავა, ხელფასი დიდი არააქ და თან ახალგაზრდაა კარიერას ფულის გამო ჯერ ვერ დაინგრევს. ცუდი ბიჭი არაა ჯერ მხოლოდ 21საა და თუ მოინდომებს მაღალ დონეზეც ითამაშებს. პერსპექტიული ტიპია და ამიტომაც უნდა ბაიერნს. წარმოიდგინეთ ახლა დესტს რომ ტრენაჟორებზე დასვამენ ერთი წელი მერე რა დადგება ამისგან. იმასაც ვერ იტყვი უტვინოაო, კაიგვარიანი მოხოდვა უნდა და რაღაც გამოვა, პროსტა ამ ეტაპზე ბარსა ისეთ დღეშია რომ თან გამოცდილო ხალხი ჭირდება და თან ისეთი ახალგაზრდები ყველაფერს რომ ბრდღვნიან, დესტი კიდე არაა ეგეთი, არც გარსია და არც მინგესა, არადა 3ვე ძალიან ახალგაზრდაა და შანსსაც იმსახურებენ, მარა ნორმალურ გუნდში ამათ სკამზე დასვამდნენ ჩვენ კიდე სკამის ფეხბურთელები ისედაც ბევრი გვყავს შესაბამისად ფულია საჭირო უკეთესისთვის და გაწირვა გვიხდება. რავიცი იმედია მაზრაუი ან ასპილიკუეტა უკეთ ჩაანაცვლებენ, მარა იქამდე ალვეშმა უნდა გვიჯიგროს.

  • cezo45
    schedule 31 დეკ 2021, 03:49

    ციტატა: Iniesta_8
    ასეთ *ლე ფეხბურთელს ამდენი მსურველი ჰყავდეს, თან ასეთი დონის გუნდები არ მახსენდება. ეტყობა აქვს მართლა პოტენციალი და ვერ ავლენს ჩვენთან. სხვა მიზეზი არ არსებობს.


    ეგ მართლა საინტერესოა ბოლოსდაბოლოს თუ ჭორი არ არის ბაიერნის უნდა ამის ტრანსფერი და ეგ ნემცები კიდევ პიტალო ფეხბურთელებით არ ინტერესდებიან როგორც წესი :))

  • Iniesta_8
    schedule 31 დეკ 2021, 03:46

    ასეთ *ლე ფეხბურთელს ამდენი მსურველი ჰყავდეს, თან ასეთი დონის გუნდები არ მახსენდება. ეტყობა აქვს მართლა პოტენციალი და ვერ ავლენს ჩვენთან. სხვა მიზეზი არ არსებობს.

  • M10 S9 D11
    schedule 31 დეკ 2021, 03:10

    ზაფხულამდე ჯობია რო დავტოვოთ

  • Albicelecte
    schedule 31 დეკ 2021, 00:49

    მთლად უმთითი-დემბელე რომ არ დაემართოს, ამისთვისაც წასვლა სჯობს
    30-35 თუ ვინმემ გადაიხდა, მაგარი იქნება barca-6

  • RiquiPuig
    schedule 31 დეკ 2021, 00:23

    რა ჯანდაბად უნდა ეს ბაიერნს ვერ ვხვდები, ვერც იმას ვხვდები ჩავის რად უნდა მორატა. ამის ნიჭი პირადად მე ვერ დავინახე, პირველ რამდენიმე თამაშში მცველებს შორის გაძვრა და ხალხი გადაირია ეს რა ნიჭიერი ბიჭიაო,მაგრამ რეალურად ჩუკენა და ფსიქოლოგიურად სუსტი ფეხბურთელია. არც შემართება იგრძნობა ამის თამაშში და არც საფეხბურთო ინტელექტი. უნიჭო, ფიზიკურად სუსტი, იდნავ სწრაფი ფეხბურთელია.

  • El pistolero 9
    schedule 30 დეკ 2021, 23:48

    მაზრაუის თუ ვყიდულობთ ზამთარში გაუშვან ეს სადმე. 35ს იხდის ვიღაცო და მისცენ ულაპარაკოდ