“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველს, პედრის “მალიორკასთან” მატჩში დაბრუნება სურს, თუმცა სამწვრთნელო შტაბი მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს.
AS-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წლის “ოქროს ბიჭუნა” ძალიან მონდომებულია, მხოლოდ ორი ვარჯიში საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ, გონსალესის დაბრუნებას 5 იანვარს, “ლინარესთან” მატჩში უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში, პედრი გუნდთან ერთად კიდევ ხუთჯერ ივარჯიშებს, რაც სათანადო ფორმაში ჩადგომაში დაეხმარება.
იმავე წყაროზე დაყრდნობით, 19 წლის ფეხბურთელის შემდეგ, ტრავმირებულთაგან ანსუ ფატი და მემფის დეპაი დაბრუნდებიან. “ბარსას” ათიანი, სავარაუდოდ, წუთებს 8 იანვარს “გრანადას” წინააღმდეგ მიიღებს; რაც შეეხება ნიდერლანდელს, სუპერ თასის ეგიდით გასამართი “ელ კლასიკოსთვის” გამოჯანმრთელდება, რომელიც 12 იანვარს გაიმართება.
“ბარსა” “მალიორკასთან” მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ჩავი ერნანდესის განკარგულებაში პირველი გუნდიდან მხოლოდ ათი ფეხბურთელია.




პედრი და გავი მაგრად მაინტერესებს როგორ ითამაშებენ ერთად.
ნამდვილად არ ღირს ეხლა ამით გარისკვა. კლასიკომდე იქნებ ჩადგეს ფორმაში ნუ გადატვირთავენ.
ბევრი გაუცდა საკმაოდ და იმედია კარგ ფორმაში დაბრუნდება