ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“ბარსამ” ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლის მეშვეობით გვამცნო, რომელშიც ტრანსფერს თავად ფერანი ადასტურებს.
“ბლაუგრანას” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
ტორესის პრეზენტაცია ორშაბათს, 3 იანვარს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. 15:00 საათზე “ბარსა” ვარჯიშს ჩაატარებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი მედიის წინაშე დისტანციურად, საპრესკონფერენციო დარბაზიდან წარსდგება.
ფერან ტორესის პრეზენტაციის ზოგადი განრიგი ასეთია:
13:00 საათი – “ბარსა” “კამ ნოუზე” კარებს ხსნის
14:00 საათი – ტორესი “კამპ ნოუზე” წარდგება
15:00 საათი – გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს
17:00 საათი – ფერანი პრესკონფერენციას გამართავს.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში BarcaTV+ და კლუბის ოფიციალური არხები 13:30 საათიდან გადასცემენ.
And the #DreamTeen crew grows … pic.twitter.com/qmTFJLSOjM
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 28, 2021
იმედია რო გაამართლებს, ესპანელია და არ უნდა გაუჭირდეს ადაპტაცია მემგონი
იმედია პრეზენტაციაზე ყავარჯნებით არ მოუწევს მისვლა, აღარაფრის მჯერა უკვე.
აბა ჰე წარმატებები ფერან ❤️
იმედია ჩავიმ იცის თავისი საქმე. ვინც მოითხოვა მოუყვანეს და ალბათ იცის უკვე როგორც უნდა გამოიყენოს. ეგერ კუმანს დესტი მოუყვანეს და ვერაფერი, დეიონგი რო მოითხოვა და თქვა საჯარიმოში ნეიმარზე სახიფათოაო მე პირადად დეიონგს კიარ მოვუყვანდი ვინმე ფსიქიატრთან გავაგზავნიდი სამკურნალოდ. ერთი დეპაი ათამაშა თავიდან და მგონია მაგანაც რაც ქნა ისიც თავისით ქნა და მწვრთნელი არაფერ შუაში იყო
კარგი ტალანტია ვალენსიიდან მოყოლებული ამის ხილვა მინდოდა ბარსაში ასე რომ გილოცავთ!
რახან ჩავის სურვილი იყო ამის მოყვანა ესეიგი იცის როგორც უნდა გამოიყენოს, ამიტო მგონია რომ რაღაც გამოუვა ბარსაში. ისე უბრალოდ რომ მოეყვანათ ამის მოლოდინი არ მექნებოდა. შეიძლება ბევრს მიაღწიოს, შეიძლება ვერც ვერაფერს, ყველა სცენარი მოსალოდნელია, მაგრამ ამ ეტაპზე შემტევის დამატება გუნდისთვის და ფანებისთვისაც ამოსუნთქვა არის. გილოცავთ
იმედია ფერნანდო ტორესზე უკეთესი კარიერა ექნება
ნამდვილად კარგია.გილოცავთ!
წარმატებები 🙂
2 მილიარდი დაესოთ გამოსასყიდი ჯობდა )))
გილოცავთ ყველას, ძაან კლასნი ბიჭია და იმედია დიდებული კარიერა ექნება, და იმედია ბარსასთან ერთად ბევრ ტიტულებს მოიგებს❤💥👏
აეე გვეშველა.გაწელეს პაჭიკოს გარმონივით.გილოცავთ ძმდებო,იმედია მაგარი ტრანსფერი გამოვა.