workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კორონავირუსის შემთხვევები მალიორკაშიც გამოვლინდა

კორონავირუსის შემთხვევები მალიორკაშიც გამოვლინდა

ბოლო ორი დღის განმავლობაში “ბარსელონას” სამ ფეხბურთელს: დანი ალვესს, კლემან ლანგლესა და ჟორდი ალბას, კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც “მალიორკასთან” მატჩის წინ სერიოზული დანაკლისია. 

თუმცა Covid19-ს არც “ბლაუგრანას” მეტოქისთვის დაუკლია რამე – პირიქით, უფრო მეტად დააზარალა. Esport3-ის ინფორმაციით, “მალიორკაში” კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 4 ფეხბურთელია, 3 კი – სამწვრთნელო შტაბის წევრი. დასახელებული წყაროსთვის მათი ვინაობა უცნობია.

“ბარსელონა” და “მალიორკა” ერთმანეთს 2 იანვარს, თბილისის დროით, 23:55 საათზე “ვიზიტ მალიორკაზე” დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2021, 12:52

    ჩვენ კი ბალდეც დაგვემატა, ეგება გადადოს ფედერაციამ ეს თამაში.

  • M10 S9 D11
    schedule 28 დეკ 2021, 22:04

    ბალდესაც კორონა დაუდასტურდა აგერ მალიორკაშიც კორონაა ხოდა გადაგვიდონ თამაში

  • El pistolero 9
    schedule 28 დეკ 2021, 19:06

    ტებასი არ გადადებს დარწმუნებული ვარ

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 დეკ 2021, 18:09

    ფედერაციას ისე ეზიზღება ბარსა რომ არამგონია გადაიდოს თამაში, აგერ ჩელსის 17 ფეხბურთელი ჰყავდა ხელმისაწვდომი და აქედან 3 მეკარე იყო, მაინც არ გადადეს იქ და აქ სანამ 10 კაცი არ დაგვრჩება იქამდე არ დაგვეხმარებიან