“ბარსელონა” გუნდის წმენდას იწყებს, რათა ფეხბურთელების პირველ გუნდში დარეგისტრირება და ტრანსფერების განხორციელება შეძლოს. პირველი წამსვლელი იუსუფ დემირი იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა” იმედოვნებს, რომ ავსტრიელის იჯარას ორშაბათს გაწყვეტს და დემირს ვენის რაპიდში დააბრუნებს, საიდანაც მას ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში გაასხვისებენ.
ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ დემირის 11-ნომრიან მაისურს ფერან ტორესი გადაიბარებს, რომლის პრეზენტაციაც 28 დეკემბერს იგეგმება.
“ბლაუგრანა” დემირზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა მან მოლოდინები ვერ გაამართლა და კლუბი ექსპერიმენტების ჩატარებას აღარ აპირებს, მით უმეტეს, თუ 18 წლის მოთამაშე “ბარსაში” 10 თამაშს გამართავს, კლუბს 10 მილიონის გადახდა დაეკისრება, რისი ფუფუნებაც არ აქვს.
იმედოვნებს რას ნიშნავს? შეიძლება ვერ გაწყვიტონ? დავიჯერო კიდევ შეგვეტენება ვინმე ასე უაზროდ.
ძაან კაი თავიდანვე არ მომეწონა ეს
მე გამოვისყიდდი და მერე იჯარით გავუშვებდი
სულ რამდენიმე წუთი მიეცა და რაღაც მომენტებში შევნიშნე პოტენციალი და მგონია რო დრო უნდა
ძაან გაუგებრობაა ისეჯერ რატომ მოიყვანეს? მერე რატომ დააწინაურეს? მერე 11 ნომერი რატომ მისცეს? გასაგები კი ის არის თუ რატომ უშვებენ