workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა პოზიციაზე აპირებს ჩავი ფერან ტორესის გამოყენებას?

რა პოზიციაზე აპირებს ჩავი ფერან ტორესის გამოყენებას?

უახლოეს მომავალში ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება – მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, მოსაგვარებელი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს სურს, 21 წლის ფეხბურთელი ცრუ ცხრიანად გამოიყენოს. ამ პოზიციაზე მას პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე ათამაშებდნენ, რაც ამართლებდა.

ტორესს ასპარეზობა გარემარბადაც შეუძლია, თუმცა, ფლანგებზე მწვრთნელი ფერანზე წინ ანსუ ფატის, უსმან დემბელესა და აბდე ეზალზულის აყენებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 25 დეკ 2021, 17:42

    დემბელე დაკაცებული უფრო მაგრად შეუტევს, ხმალიც ალესილი ექნება.

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2021, 16:22

    მე მგონი ეს ჯერ ჩავიმაც არ იცის, ის მაინც ხო უნდა იცოდეს საერთოდ ტრამვების მოშუშების შემდეგ ვინ ეყოლება მოედანზე გამსვლელი. თუ დეპაიც და ბრეითვეიტიც უკვე გავუშვით? და მეტს ვეღარ ვიხილავთ მოედანზე.

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2021, 02:59

    ანუ დემბელე ტორესი ფატის ტრიო შეუტევს

  • La Pulga10
    schedule 24 დეკ 2021, 23:05

    ფატი-ფერანი-დემბელე
    საინტერესო იქნება ნამდვილად.

  • Albicelecte
    schedule 24 დეკ 2021, 22:57

    ანსუ ფლანგზე? მე უფრო 9-იანზე ვხედავ, აბდე გასაგებია, მაგრამ დემბელეს მე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა გუნდის მაისურში წარმოვიდგენ barca-6

  • gecheche
    schedule 24 დეკ 2021, 22:50

    Kun agüeroooo,
    სულ ათამაშებდა მარა ახლა ტრავმა ვარჯიში დაიწყო უკვე

  • Kun agüeroooo
    schedule 24 დეკ 2021, 22:47

    პეპმა რატომ აიღო ამ ბიჭზე ხელი რატომ არ ათამშებდახოლმე?

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 დეკ 2021, 22:43

    ცრუ ცხრიანი მართლაც კარგი იქნება, ნახევარ დაცვაში მოგვცემდა რიცხობრივ უპირატესობას