workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება აბდე ეზალზულის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება აბდე ეზალზულის

beIN Sports-ის ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აბდე ეზალზულის შესთავაზა, მაროკოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვას, იმ პირობით, რომ ლუის ენრიკე მას ახლო მომავალში ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოიძახებს. 

20 წლის თავდამსხმელი, რომელიც წინა სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსა ბ-მ” შეიძინა, თუმცა ბოლო დროს პირველი გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება, აფრიკის ერთა თასზეა გამოძახებული. ეს ტურნირი ევროპულ საკლუბო კალენდარს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, მისი მიმდინარეობისას აბდე “ბარსელონას” ვერ დაეხმარება, რაც კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. თუ მაროკო ტურნირის ბოლომდე მიაღწევს, რისი შანსიც არც ისე დაბალია, ფეხბურთელი “ბარსას” 10 შეხვედრას გამოტოვებს. 

თუ ეზალზული ესპანელთა შეთავაზებას მიიღებს და ტურნირზე არ გაემგზავრება, ამით “ბარსელონა” იხეირებს.

აბდე მაროკოშია დაბადებული, თუმცა 7 წლის ასაკიდან ესპანეთში ცხოვრობს. მას აქამდე მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2021, 16:43

    თუ ტვინი აქვს და განვითარება უნდა ითამაშებს ესპანეთის ნაკრებში თუ არა და წავიდეს მაროკოში და როცა ტიტულების თვლაზე მიდგება საქმე ან პირად პრიზებზე, ნუ იწუწუნებს რო მიქარა. მესისაც შესთავაზეს ესპანეთში თამაში და სამშობლო არჩია. იქ რა პატივს სცემენ ყველამ იცის და პირად ტიტულებში რას ახსენებენ როცა მსოფლიოს საუკეთესოზეა ლაპარაკი ეგეც გვახსოვს.

  • me da barca
    schedule 25 დეკ 2021, 10:08

    გამორიცხულია ეგ ამბავი. ტუნისს, რომ უარი უთხრას ალბათ ერის მოღალატედ გამოაცხადებენ.

  • La Pulga10
    schedule 24 დეკ 2021, 19:17

    არ დასთანხმდება.ღირსების ამბავია.

  • cezo45
    schedule 24 დეკ 2021, 19:13

    მე არ ვემხრობი მსგავს რაღაცეებს რომელ ქვეყანიდანაც არის იქ უნდა ითამაშოს.. არასდროს ვგულშემატკივრობ საფრანგეთს აი ამის გამო რომ ფრანგებზე მეტი აფრიკელები ყავთ გუნდში .

  • El pistolero 9
    schedule 24 დეკ 2021, 19:13

    არამგონია მაროკოში თამაშზე უარი თქვას.

  • Sergio5
    schedule 24 დეკ 2021, 18:45

    ისეთი შემადგენლობებია გაფართოებულ განაცხადში რო ვნახე აფრიკის თასზე, სერიოზული დანაკლისი ექნებათ გუნდებს ყველა თუ წავიდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 დეკ 2021, 18:41

    ჩემთვის მიუღებელია ყოველივე ეს, ყველამ თავის ნაკრებში უნდა ითამაშოს და მთლად უჯეთესი იქნება როგორც მსოფლიო ჩამპიონატები ასევე საინტერესო იქნება როსი თავი ექნება მაგალითად საფრანგეთისბდა ეგეთ ნაკრებებს სადაც ნახევარზე მეტი ნადვილ ნაკრებში არაა, ისე წესით ჯიქიაც საქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს მაგრამ შეუვარდეს პუტინს @რაკში ახალგაკუებულზე, მოკლედ ჯობია მაროკოს ნაკრებს დაეხმაროს ვიდრე ესპანეთის ნაკრებში იყოს რონელსაც ისედაც არ აკლია პერსპექტიული და კარგი მოთამაშეები

  • Norman Bates
    schedule 24 დეკ 2021, 18:37

    ესპანეთის ძირითადს ვერ გაქაჩავს და ისევ მაროკოში თამაში ჯობია

  • Johan cruyff13
    schedule 24 დეკ 2021, 18:30

    აუ,რა ცუდ დღეში ჩააგდეს ბიჭი😕

  • Vito Kharshiladze
    schedule 24 დეკ 2021, 18:20

    მე საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი ამის ადგილზე როვიყო 100% ძირითადის მოთამაშე იქნებოდა . მოქალაქეობასაც ეგრე მიცემენ ამან რო სურვილი გამოთქვას