“ბარსელონას” 17 წლის ფეხბურთელი, გავი, თავისი მშობლიური ქალაქის – ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკას მიერ 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელების შემდეგ, კომენტარს აკეთებს:
“ლა მასიაში” გატარებული პირველი თვეები რთული იყო, თუმცა, შემდეგ ადაპტაცია გავიარე. საბოლოოდ ჯამში, ყველაფერი კარგად განვითარდა.
ყოველთვის კულე ვიყავი, “ბარსაში” თამაში და “კამპ ნოუზე” გამოსვლა კი ჩემი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინე”.
გავი კატალონიელთა პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და მალევე ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. ცოტა ხსნის წინ მან “ელჩეს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა, რომელიც 17 წლის ნახევარმცველისთვის სადებიუტო გამოდგა.




ამის განვითარებაში შეცდომა არ უნდა დაუშვან. ძაანაც ნუ დატვირთავენ, პედრის მაგალითიც საკმარისია ამისთვის.
ისე ლეოს სტილში კი იყო ის გოლი. განსაკუთრებით საბოლოო დარტყმა კარის უშორეს კუთხეში, ფაქტიურად ძელზე გასმით.
ისე იგონებს ეს უკვე წარსულს თითქოს ერთი 20 წლის წინანდელი ამბავი იყოს🙂
ჩემი აზრით ძაან ბევრ სათამაშო დროს იღებს ამ ასკში და მეშინია ცუდად არ აისახოს შემდეგ
ძაან მაგარია გავი. ყველაფერი აქვს იმისთვის რო დიდი ფეხბურთელი გახდეს
ძაან შემაყვარა ამან თავისი თამაშით და მონდომებით თავი, ასე გააგრძელოს ამან ,განვითარდეს და ამ წელს golden boy მაგისია და წესით მაგარი ვინმე დადგება