workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერბატოვი კავანის ბარსელონაში გადასვლას ურჩევს: წადი და ითამაშე

ბერბატოვი კავანის ბარსელონაში გადასვლას ურჩევს: წადი და ითამაშე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ედინსონ კავანის “წითელი ეშმაკების” დატოვებასა და “ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს.

თუ კავანის “მანჩესტერის” დატოვების შანსი აქვს, თუ არსებობს “ბარსასგან” შეთავაზება, მაშინ, რა თქმა უნდა, ის იფიქრებს იმაზე, რომ უფრო ხშირად ითამაშოს. თუ ედინსონს ლა ლიგაში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება, მას მხარს დავუჭერ და ვეტყვი: “წადი იქ და ითამაშე. ეს ჟღერს, როგორც შესანიშნავი გარიგება, დიდი ფული და შენ 24 წლის აღარ ხარ”.

“ბარსელონას” თავდამსხმელი სჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს ჩავის მისი გუნდისგან და როგორ აპირებს თამაშს, მაგრამ კატალონიელებს შეტევის გაძლიერება სჭირდებათ.

კავანიმ, შესაძლოა, ყველა მატჩში არ ითამაშოს, მაგრამ იგი შესანიშნავი შენაძენი იქნება, რომელიც გოლებს გაიტანს, რადგან ამას ყველგან აკეთებს, სადაც არ უნდა გადავიდეს.

იმედია, ედინსონი სრულ დეტალებს შეიტყობს “ბარსას” შესახებ, თუ როგორ ვარჯიშობენ, როგორ ემზადებიან და რას ელიან მისგან და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც არ უნდა იყოს, “ბარსა” “ბარსაა”. როდესაც ასეთი კლუბი გიწვევს, უარის თქმა ძნელია. კავანისთან მიმართებით, რომელიც “იუნაიტედში” არ თამაშობს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლია.

– განაცხადა ბერბატოვმა Betfair-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 დეკ 2021, 17:01

    მოვიყვანო ეს ზამთარში და ალვარესი ან ვლაჰოვიჩი ზაფხულში

  • El pistolero 9
    schedule 23 დეკ 2021, 16:29

    იმედია ამასაც დავიმატებთ

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2021, 14:26

    "წადი იქ და ითამაშე. ეს ჟღერს, როგორც შესანიშნავი გარიგება, დიდი ფული და შენ 24 წლის აღარ ხარ".
    რა დიდი ფული, ეს ხო არის კარგად. მოვიდეს და დაიკლოს ხელფასი, მანჩესტერში ვინ იცის რამდენს იღებდა.